ზელენსკიმ კანადის გადაწყვეტილებას გერმანიაში Nord Stream 1-ისთვის ტურბინის დაბრუნების შესახებ საშიში პრეცედენტი უწოდა

ზელენსკიმ კანადის გადაწყვეტილებას გერმანიაში Nord Stream 1-ისთვის ტურბინის დაბრუნების შესახებ საშიში პრეცედენტი უწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის გადაწყვეტილებას გერმანიაში Nord Stream 1-ისთვის ტურბინის დაბრუნების შესახებ საშიში პრეცედენტი უწოდა.

„ახლა ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი შეეცდება არა მხოლოდ მაქსიმალურად შეზღუდოს, არამედ მთლიანად შეაჩეროს ევროპისთვის გაზის მიწოდება ყველაზე კრიტიკულ მომენტში. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ახლა უნდა მოვემზადოთ.

ყოველი დათმობა ასეთ პირობებში რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ აღიქმება, როგორც უფრო ძლიერი ზეწოლის სტიმული. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ შესაძლებელია ამ ერთი ტურბინის შესახებ გადაწყვეტილების გადახედვა, რაც ბევრ პრობლემას იწვევს.

რუსეთს არასდროს უთამაშია წესებით ენერგეტიკულ სექტორში და არც ახლა ითამაშებს, თუ ძალას არ დაინახავს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.