„დემოკრატიული პარტიის“ მხარდამჭერთა უმეტესობამ განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნებში პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ჯო ბაიდენის ხილვა არ სურს. აღნიშნულს გაზეთ The New York Times-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, „დემოკრატიული პარტიის“ გამოკითხულ მხარდამჭერთა 64%-მა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სხვა კანდიდატის ხილვა სურს. ამასთანავე გამოკითხულთა 26% მხარს უჭერს ჯო ბაიდენის კანდიდატურას.
კითხვაზე, თუ რატომ დაუჭერდნენ მხარს ახალ კანდიდატს, გამოკითხულთა 33%-მა მთავარ მიზეზად დაასახელა ასაკი, 32%-მა - სამუშაოს შესრულება, 12%-მა - ახალი კანდიდატის სურვილი და 10%-მა აღნიშნა, რომ ბაიდენი საკმარისად პროგრესული არ არის.
The New York Times-Siena College-ის გამოკითხვა 5-დან 7 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 849 რესპონდენტმა მიიღო. გამოკითხვის ცდომილება 4.1%-ს შეადგენს.