ამერიკელმა კონგრესმენმა ვიქტორია სპარცმა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს გადადგომისკენ მოუწოდა.
„დიდი ხანია, ბევრ ამერიკელსა და ევროპელს სერიოზული ეჭვი აქვს ერმაკთან დაკავშირებით. როგორც საეჭვო რეპუტაციის ადამიანი, ის ჯერ კიდევ ზამთარში დატოვებდა თანამდებობას, როდესაც უკრაინის ხელმძღვანელობა დაარწმუნა, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმა არ მოხდებოდა, რამაც უკრაინის [ომისთვის] მზადყოფნა შეამცირა, მაგრამ არასდროსაა გვიან სწორად მოქცევა“, - აცხადებს კონგრესმენი.