თურქეთის თავდაცვის მინისტრი: შავ ზღვაში უკრაინული „მარცვლეულის დერეფნის“ პრობლემა მოგვარებასთან ახლოსაა

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: შავ ზღვაში უკრაინული „მარცვლეულის დერეფნის“ პრობლემა მოგვარებასთან ახლოსაა

შავ ზღვაში უკრაინული „მარცვლეულის დერეფნის“ პრობლემა მოგვარებასთან ახლოსაა, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა „გლობალ ჰაბერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, კრიზისის მოსაგვარებლად ანკარას აქტიური კონტაქტი აქვს რუსეთთან, უკრაინასთან და გაეროსთან. „თურქეთი ცდილობს, მიაღწიოს თუნდაც დროებითი ცეცხლის შეწყვეტას უკრაინაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

„ჩვენ ახლოს ვართ გამოსავალთან. ჩვენ მეზობლები ვართ შავ ზღვაზე, როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან. ძალიან თბილი ურთიერთობა დავამყარეთ ბატონ პუტინთან და ბატონ ზელენსკისთან და გვქონდა საფუძვლიანი მოლაპარაკებები. ჩვენმა პრეზიდენტმა განსაკუთრებით ბევრი იშრომა, რათა ეს ომი არ გაჩაღებულიყო. მის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრეც კი, ის ბოლო წუთამდე დიდ ძალისხმევას იჩენდა მწვავე კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. ახლა, ბოლო მომენტში, წარმოიშვა მარცვლეულის პრობლემა. ჩვენ ახლოს ვართ „მარცვლეულის დერეფნის“ პრობლემის მოგვარებასთან. საუბარია 20-25 მილიონ ტონა მარცვლეულზე“, – თქვა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.