ბაიდენმა უკრაინისათვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის გადაცემის ახალ პაკეტს ხელი მოაწერა

ბაიდენმა უკრაინისათვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის გადაცემის ახალ პაკეტს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის გადაცემის ახალ პაკეტს ხელი მოაწერა.

ახალი პაკეტი საარტილერიო სისტემა HIMARS-ის ოთხ ერთეულსა და საბრძოლო მასალას მოიცავს. შეიარაღების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს უფრო ზუსტ საბრძოლო მასალას „ჰაუბიცის“ ტიპის საარტილერიო სისტემებისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისთვის.