დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი მტკიცე პოზიციას იკავებს და გადადგომაზე უარს ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წამყვანი წევრი მას წასვლისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
BBC-ის ინფორმაციით, ბორის ჯონსონი დაჟინებით ამტკიცებს, რომ სურს გააგრძელოს ფოკუსირება „ქვეყნის წინაშე არსებულ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებზე“.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის 30-ზე მეტმა მოხელემ თანამდებობა დატოვა. 5 ივლისს, სამთავრობო კრიზისის ფონზე, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა და ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა თანამდებობები დატოვეს.
მთავრობიდან წასული თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ მათ აღარ აქვთ ნდობა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის მიმართ.
თავის მხრივ, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიზეზს ვერ ხედავს.