თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები დავით ყ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის ბინის ჩხრეკისას: ,,მაკაროვი“-ს ტიპის პისტოლეტი 7 საბრძოლო ვაზნით, ,,ბლოუ მინი“-ს მოდელის პისტოლეტი და ქარხნული წესით დამზადებული ,,აკარ სილაჰ სან“-ის მოდელის გლუვლულიანი სანადირო თოფი ამოიღეს.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).