ზნედაცემულთა პორტრეტი ექსტერიერში

ზნედაცემულთა პორტრეტი ექსტერიერში

მარაზმი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კრებსითი სახელი, მოიცავს ამ უსინდისოთა ხროვის წევრთა როგორც სულიერი, ასევე გონებრივი და მორალური მდოგამარეობის ზუსტ დიაგნოზს. მათი სულიერი სიმახინჯე, უმეტეს შემთხვევაში, ფიზიკურად მათი ასევე მახინჯებად აღქმის საფუძველია. ამის გამო, საზოგადოების წარმოსახვაში, მათი კოლექტიური და ინდივიდუალური სურათები სრულად შეესაბამება გოიას კაპრიჩოების ეშმაკის მოციქულთა პროტოტიპებს. ამ მორალურად ზნედაცემულ არარაობათა აღზევებისა და ქვეყანაზე ბატონობის ცხრაწლიანი პერიოდი გულდასმითაა გასაანალიზებელი ფსიქოლოგთა, სოციოლოგთა, ისტორიკოსთა და სხვა მრავალ სპეციალისტთა მიერ, რათა ამ კოშმარს ობიექტური შეფასება მიეცეს შემდგომში ანალოგიური უბედურების არდაშვების მიზნით.

ამჟამად არსებული მდგომარეობა, საკითხის ამგვარად, სიღრმისეულად გაანალიზების თაობაზე დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, ვინაიდან ფართო ფრონტით გაშლილი ნაცისტი „ინტელექტუალები“ მეტასტაზების სახით თავშეფარებულნი არიან როგორც სახელმწიფო დაწესებულებებში, სამართალდამცავ ორგანოებში, საგარეო უწყებაში, ასევე, საგანმანათლებლო ცენტრებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში. ისინი, ყიამყრალ და ცინიკოს ე.წ. ოპოზიციასთან ერთად კვლავ განაგრძობენ საზოგადოების დამოძღვრას საქართველოს „გადარჩენის“, მისი „აყვავების“ და დასავლური ორიენტაციის „შენარჩუნების“ მიზნით.

დღევანდელი ხელისუფლების მცდელობა, რათა წარმოაჩინოს და ამხილოს ნაცხროვის ნამდვილი სახე, ძირითადად ამ კრიმინალური ბანდის ცალკეულ წარმომადგენელთა არცთუ ოპერატიულ, სრულმასშტაბიან და წარმატებულ მხილებაზე დაიყვანება. ამის შედეგად, ნაცხროვისვე მცდელობით, ყალიბდება ცალკეულ ინდივიდთა უარყოფითი პროტოტიპი, რომელიც საზოგადოებას შეეთავაზება როგორც ყველა უბედურების სათავე, მაშინ, როდესაც ობიექტურად საქმე გვაქვს სისტემურ ბოროტმოქმედებასთან, რომელსაც კარგად ორგანიზებული მაფიოზური დაჯგუფება წარმართავდა და წარმართავს.

ამ უაღრესად დიდი ბოროტების შემოქმედთა მხილების პროცესი მრავალგზის წარმატებული იქნებოდა და იქნება, თუკი მას საფუძვლად დაედება სისტემური მიდგომა, რის შედეგადაც ცხადად წარმოჩინდება იმ დანაშაულთა არსი, რაც მხოლოდ თავისი კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით ჩაიდინა და კვლავაც სჩადის ნაცხროვა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

ქვეყნის გაპარტახების აღმწერლებად მხოლოდ „ცნობადი“ პარლამენტარების თუ აღმასრულებელი ხელისუფლების ერთი და იგივე წარმომადგენელთა, ისევე როგორც მარადმართალ ექსპერტთა ვირტუალური ტელეწარმოჩენა და ანალიზი საკმარისი არა არის, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ ნაცხროვის მიერ მართული საზოგადოებრივი ტელემაუწყებლის და მასთან გათანაბრებული სხვა არხების „დებატების“ წამყვანთა ოდიოზურ, კარიკატურულ ფიგურებს, რომლებიც უზნეობის უპირობო აპოლოგეტებად გვევლინებიან. თითოეულ დარგში უნდა შეიქმნას საბრალდებო დასკვნა ნაცხროვის პარტიის „საგმირო საქმეთა“ წარმოსაჩენად, მათი საბრალდებო დასკვნის შესადგენად და გასასამართლებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ საუკუნოვან მოჯადოებულ წრეზე ვივლით ცირკის ცხენებივით, მორიგი შოლტის, ან სამოწყალოდ გადმო-გდებული შაქრის ნატეხის მოლოდინში.

იმ უამრავ პრობლემათა დაძლევის მიზნით, რომელიც უმძიმეს მემკვიდრეობად გვერგო, აუცილებელია შესაბამის სამინისტროთა მიერ ზუსტი მონაცემების დადგენა და გამოქვეყნება, რომლებიც კონკრეტულ სფეროში არსებულ სურათს დაგვანახებდა. აღნიშნულით, ჯერ ერთი, მხილებული იქნებოდა როგორც მთლიანი სისტემა, ასევე მისი კონკრეტული ნაწილი და უშუალო შემოქმედნი; იმავდროულად, შესაძლებელი იქნებოდა ამ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის რეალური გზების დასახვა. სამწუხაროდ, დღემდე საზოგადოებას მხოლოდ ცალკეულ უწყებათა ყოფილ ხელმძღვანელთა ზომიერი და ფრთხილი კრიტიკა მიეწოდება. ეს კი, საზოგადოებაში,ყველაზე ცუდ, დანაშაულის დაუსჯელობის სინდრომს ამკვიდრებს.

ნაცხროვის მიერ საკუთარი, სამუდამო კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით ჩადე-ნილ მზაკვრულ დანაშაულთა შორის უპირველესია მათ მიერ უკლებლივ ყველა საკანონმდებლო აქტის „ტანზე მორგება“, რის შედეგადაც მივიღეთ საკანონმდებლო ბაზა, რომლის მსგავსი სიმახინჯე არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში არ არსებობს. იმავდროულად ხდებოდა უკლებლივ ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ნორმათა იგნორირება და დარღვევა. საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალი წარმომადგენელი საკმაოდ ობიექტურ შეფასებას აძლევდა საქართველოში გამეფებულ სიმახინჯეებს, მაგალითად, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. ეს შენიშვნები, რა თქმა უნდა, უგულვებელყოფილ იქნა ნაცხროვის მიერ. სამწუხაროდ, არც დღევანდელი საგარეო უწყება აქცევს ყურადღებას ამ მნიშვნელოვან დოკუმენტებს.

უცხოეთის, ძირითადად დასავლეთის, სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილება დანაშაულთან და დამნაშავეებთან ბრძოლის საქმეში, დიდად წაადგებოდა როგორც გამართული სამართლებრივი ბაზის შექმნას, ასევე კონკრეტულ დანაშაულებებთან ბრძოლის საქმეს.

ნაცხროვის ფარისევლური განცხადებები მათი დასავლური ფასეულობებისადმი ერთგუ-ლების თაობაზე, მყისიერად ქარწყლდება, როგორც კი მათ მიერ ჩადენილ ქმედებებს შევადა-რებთ დასავლეთში ანალოგიურ, ან შეუდარებლად უფრო უმნიშვნელო ქმედებათა შეფასებას და მათზე საზოგადოებრივ სამართლებრივ რეაგირებას.

მაგალითისათვის, შევეხებით ისეთ საკითხებს, როგორიცაა კორუფცია და ხაზინის ქურდობა, ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელთა და მათთან დაახლოებულ პირთა ცხოვრების ძირითადი მიზანი და ამ ნაქურდალით თავის მოწონება და ტკბობა.

ეჭვგარეშეა, რომ დანაშაულისადმი მიდრეკილება არ არის მხოლოდ ქართული საზოგადოების ზოგი ზნედაცემული წარმომადგენლის თვისება, იგივე მიდრეკილება შეიძლება გამოავლინოს ინგლისელმაც, ფრანგმაც, მალტელმაც და სხვა ეროვნების ინდივიდმაც.

სწორედ ამ ქმედებებისადმი სახელმწიფოებრივად მიდგომაშია ძირითადი განსხვავება ჭეშმარიტად დემოკრატიულ და ტირანიის პაროდიის სახით არსებულ ყოფილ ე.წ.“ დემოკრატიის შუქურად“ წოდებულ ქვეყანას შორის. ჯერ ერთი, დემოკრატიის ყოფილ პაროდია - საქართველოში, ხაზინის ქურდობა დაკანონებული იყო. ამის ერთპიროვნული უფლება პრეზიდენტს და მის საახლობლოს ჰქონდა მითვისებული. შორს რომ არ ერბინათ, სრული კომფორტისათვის, სახელმწიფო თანხებისადმი შეუზღუდავი დაშვება და მათი მითვისების უფლება პრეზიდენტის დაცვის სამსახურს მიენიჭა. მეორე და მთავარი, ეს ხარჯები სრულიად გაუმჭვირვალე იყო და არავის ჰქონდა მათი შემოწმების არც სურვილი და არც საშუალება.

ერთი, რაც საერთო აქვთ საქართველოსა და დასავლელ ხაზინის ქურდებს და კორუმპირებულებს არის ის, რომ მათ წარმოდგენა არა აქვთ პატიოსნებასა და ზნეობრიობაზე, რის გამოც ერთ შემთხვევაში, საქართველოში, ისინი ოპოზიციონერთა ქურქში გამოწყობილნი, მოსახლეობისათვის ზნეობასა და პატიოსნებაზე სახარების კითხვას ბედავენ, მეორენი კი, დასავლეთში, ძირითადად ციხეში, ან პოლიტიკურ მოუსავლეთში მიდიან; ხოლო მათი“ საგმირო’’ საქმეები სამუდამოდაა აღბეჭდილი ჯანსაღ საზოგადოებათა მეხსიერებაში და სამართლებრივ დოკუმენტებში და ეს ინფორმაცია თაობიდან თაობას გადაეცემა.

ამ რამდენიმე ხნის წინ, საქართველოს პარლამენტში ოფიციალურად გაცხადდა, რომ პრეზიდენტის სახელმწიფო დაცვის სამსახურის მიერ, სახელმწიფო, იგივე ხაზინის, ფულით პრეზიდენტმა საკუთარ ვაჟს - ნიკოლოზს - 1190 ლარიანი ჩოხა შეუძინა, მის მეორე ვაჟს კი სწავლის საფასური- 14000 ლარი გადაუხადა. ამავე სამსახურმა 44 ცხვარი შეიძინა 6600 ლარად, ალბათ არაბი შეიხებისათვის საჩუქრად. გარდა ამისა, ამ სამსახურმა 3500 ლარიანი სამკაული შეუძინა საჩუქრად ვინმე დეპუტატ მ. საჯაიას, ხოლო მეორე - ვინმე დეპუტატ თ. ბოკუჩავას -1599 ლარიანი ტელეფონი. დასაჩუქრებულთა დამსახურება საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებით, ისევე როგორც ამის სამართლებრივი დასაბუთება, საზოგადოებისათვის უცნობია. საზო-გადოებისათვის ასევე უცნობია, თუ რა სამართლებრივი დოკუმენტების საფუძველზე გაერთნენ 2012 წლის 31 დეკემბრიდან 2013 წლის 3 იანვრამდე დუბაიში, სასტუმრო Sofitel-ში, სახელმწიფო დაფინანსებით ე.წ. ოპოზიციონერი დეპუტატი ხაჩიძე, ვინმე ა. გაგლოევა, ვინმე მ. საჯაია, საყვარელიძე, ღვინიაშვილი, ხაბაზი, წიკლაური, ბუცხრიკიძე, ჭიაბერაშვილი, ლონდარიძე, რატიანი, დარჩიაშვილი და სხვები. თითოეულმა მათგანმა სასტუმროში, სახელმწიფოს კუთვნილი თანხა, 2200 დოლარი გადაიხადა.

ამ მოვლენიდან რამდენიმე ხნის შემდეგ თვალთმაქცმა პრეზიდენტმა მის სასახლეზე დროშა დაუშვა, აჭარაში, თითქოსდა შიმშილით გარდაცვლილი ბავშვის პატივსაცემად.

ზემოაღნიშნული სახელმწიფო ქონების მითვისების ფაქტი, რამდენიმე დღის განმავლო-ბაში იყო „დღის თემა“, რომელზეც, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ბჭობდა, მაგრამ ჟამთა სვლის კვალობაზე ისიც დავიწყებას მიეცა, როგორც სხვა ათასი დანაშაული, რომლის თაობაზეც დრო და დრო ომახიანად საუბრობდნენ ოპოზიციონერები ხელისუფლებაში მოსვლამდე, მერე კი კოაბიტაციის სარეცელს მოერგნენ და იყუჩეს, შესაძლოა Sofitel-ში მათ წინამორბედთა ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩენის იმედით.

ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლიდა და ამნეზიით შეპყრობილი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავაც ჯიუტად განაგრძობდა მახინჯ წარმონაქმნთა შოუების ტელემზე-რას, ინდოეთიდან იმპორტირებული ხარის ხორცის კატლეტის მირთმევის ფონზე, რომ ამ დროს ნაცხროვის შტაბ-ბინას დაუკავშირდნენ აღშფოთებული უცხოელი ადვოკატები , რომლებიც კატეგორიულად მოითხოვდნენ, რათა ჩვენს ყოფილ ხელისუფლებას ნათლად განემარტა მათი კლიენტებისთვის კორუფციისა და სახელმწიფო თანხების მითვისების დანაშაულის არსი, ვინაიდან მათაც ოდესღაც ჩაიდინეს რაღაც გადაცდომა ან დანაშაული, რისთვისაც საქართველოსთან შედარებით არაადამიანური სიმკაცრით დაისაჯნენ. ვინაიდან ჩვენ დღემდე „დემოკრატიის შუქურად“ ვართ შერაცხულნი, მათ იმედი ჰქონდათ, რომ ქართული სამართლის კორიფე კუბლაშვილი, ნათელს მოჰფენდა მათ შავბნელით მოცულ მართლმსაჯულებას და დაეხმარებოდა კორუფციის ცნების სწორ გაგებაში.

ეს საკითხი რომ დასავლეთში მეტად მწვავედ დგას და დღესაც გადაუჭრელია, ნათლად წარმოჩინდა ევროკავშირის მთავარი დირექტორატის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს Home Affaires 2011 წლის 6 ივნისის ნომერში, რომლის სათაურიცაა „კორუფცია“. მასში აღნიშნულია, რომ კორუფცია რჩება ყველა საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად, მათ შორის ევროპის საზოგადოებისათვის. ეკონომიკური ზარალი, რასაც ევროკავშირი განიცდის ყოველ-წლიურად, კორუფციის შედეგად შეადგენს 120 მილიარდ ევროს.ეს თანხა ევროკავშირის მთლი-ანი შიდა პროდუქტის ერთ პროცენტს შეადგენს და თავად ევროკავშირის წლიურ ბიუჯეტზე ოდნავ ნაკლებია.

ჩვენი ქვეყნის, როგორც „დემოკრატიის შუქურის“ გამოცდილების გაზიარების მიზნით, პალიკოს პირველად დაუკავშირდა ჯანდაცვისა და განათლების ყოფილი ევროკომისრის, ქ-ნ ედიტ კრესონის ყოფილი ადვოკატი. იგი აღფრთოვანებას ვერ ფარავდა ქართული კანონმდებლობისა და მართლმსაჯულების ლიბერალობის გამო. მანვე, პალიკოს ამცნო იმ არნახულად მკაცრი განაჩენის შესახებ, რომელიც ლუქსემბურგში მდებარე ევროპის კავშირის უზენაესმა სასამართლომ 2006 წლის 11 ივლისს გამოუტანა საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრსს. განაჩენით დადგინდა, რომ ქ-ნი კრესონი მოქმედებდა მისი, როგორც ევროკომისრის, მოვალეობათა საწინააღმდეგოდ, როდესაც 1995-დან 1997 წლამდე მრჩევლად აიყვანა მისი ძველი მეგობარი, კბილის ექიმი ბ-ნი ბარტელო , რომელსაც მასზე განპირობებულ დარგზე - შიდსზე არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდა და რომელმაც ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ 24 გვერდის დაწერაში მიიღო 136 000 ევრო.

ქ-ნ კრესონის აღნიშნული ქმედების გამომზეურებას 1999 წლის მარტში შედეგად მოყვა მისი და ევროკომისიის კიდევ 19 წევრის და კომისიის თავმჯდომარის ბ-ნ ჟაკ სანტერის თანამ-დებობიდან გადადგომა. გადადგომას საფუძვლად დაედო დამოუკიდებელ ექსპერტთა დასკვნა იმის თაობაზე, რომ ევროკომისრები დაკავებულნი იყვნენ ფინანსური მანიპულაციებით და საერთოდაც არაკომპეტენტურად ახორციელებდნენ ხელმძღვანელობას. ამასთან, უშუალოდ 19-დან, არცერთი კომისარი კორუფციაში არ ყოფილა დადანაშაულებული.

დემოკრატიისათვის კიდევ უფრო გასაკვირი, ჩვენთვის მიუღებელი, საოცრად მკაცრი გადაწყვეტილების შესახებ მიმართა პალიკოს შემდეგმა ადვოკატმა ბრიუსელიდან. საკითხი ეხება ჯანმრთელობის დაცვის ყოფილ ევროკომისარს ბ-ნ ჯონ დალის. 2012 წლის 16 ოქტომბერს მის გადადგომას საფუძვლად დაედო ევროკავშირის თაღლითობის წინააღმდეგ მებრძოლი ოფისის დადგენილება, რომლის თანახმადაც ბ-ნმა დალიმ იცოდა ინფორმაცია კორუფციის მცდელობის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავდა შვედური თამბაქოს ნაწარმის “ snus”-თან დაკავშირებით ევროკანონმდებლობაში კონკრეტულ ნორმათა შეტანას. ამ საქმეში საინტერესო ისაა, რომ ხსენებულმა ოფისმა ვერ მოიპოვა უცილობელი მტკიცებულება, რომლითაც დამტკიცდებოდა ბ-ნ დალის პირდაპირი მონაწილეობა ამ საქმეში. მიუხედავად ამისა, ბ-ნ დალის აღმოაჩნდა ნაცხროვისთვის გაუგებარი რამ, რასაც თავმოყვარეობა ეწოდება და იგი თანამდებობიდან გადადგა.

დასავლური მართლმსაჯულების საერთოდ გაუგონარი სისასტიკის შესახებ ამცნო პალიკოს მესამე ადვოკატმა ინგლისიდან. საერთოდ, მთელი ეს ისტორია იმის ნათელი მაგალითია, თუ რა უდევს საფუძვლად რეალურ დემოკრატიას.

2005 წლის იანვარში, გაერთიანებულ სამეფოში ძალაში შევიდა 2000 წლის ინფორმაციის თავისუფლების აქტი , რომელიც საზოგადოების წევრებს უფლებას აძლევდა ინფორმაციის მოთხოვნასა და მოპოვებაზე. ორმა ჩვეულებრივმა ჟურნალისტმა ბ-ნ ანგოლდ ტომასმა და ქ-ნ ჰ. ბრეკმა, პარლამენტიდან გამოითხოვეს ინფორმაცია პარლამენტართა ხარჯებზე. პარლამენტარები ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდნენ ამ აქტის მათზე გავრცელებას და სხვადასხვა მეთოდებით იცავენდნენ თავს, ვიდრე, 2008 წლის 16 მაისს უზენაესმა სასამართლომ არ დაადგინა, რომ ინფორმაციის გაცემის ვალდებულება უკლებლივ ყველას, მათ შორის პარლამენტსაც ეხება და დაიწყო ის რაც ნათელს ხდიდა იმას, თუ რატომ ასაიდუმლებდნენ პარლამენტარები მათ ხარჯებს.

ზოგადი წარმოდგენისთვის საინტერესოა ინფორმაცია, თუ რა ოფიციალურ შემოსავალს იღებენ პარლამენტარები დიდ ბრიტანეთში. პარლამენტართა ხელფასი საშუალოდ შეადგენს 5000 ფუნტს თვეში, რაც საშუალო ხელფასზე ორჯერ მეტია. გარდა ამისა, პარლამენტარებს იმ ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვთ, რაც დაკავშირებულია უშუალოდ მათ საქმიანობასთან. ამ ხარჯებიდან ორია ძირითადი, ერთი-თანამშრომელთა ხელფასი (წლიურად 100 000 ფუნტი) და მეორე-ლონდონის ბინის ხარჯების ანაზღაურება 24 000 ფუნტის ოდენობით (ეს ხარჯი ,, მეორე სახლის“ ხარჯად იწოდება).

2009 წლის 8 მაისს, გაზეთმა,, დეილი ტელეგრაფმა“ დაიწყო და 27 დღის განმავლობაში უწყვეტად აქვეყნებდა მამხილებელ მასალებს ბრიტანეთის მთავრობის და პარლამენტის წევრების მიერ სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვაზე. აღნიშნულს შედეგად მოჰყვა როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების მნიშვნელოვანი ცვლილება. ძირითადად ეს ქმედებები პარლამენტარებისა და მთავრობის წევრების არამიზნობრივ ხარჯებთან იყვნენ დაკავშირებულნი. ამ ხარჯების მასშტაბებმა საქართველოს ნაცხროვა შეიძლე-ბა შოკში ჩააგდოს მათ მადასთან შეუდარებლობის გამო. ასე მაგალითად, ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატებმა პარლამენტს ასანაზღაურებლად წარუდგინეს შემდეგი ნივთების ნასყიდობის ქვითრები, რაც მათ საბოლოოდ თანამდებობის დაკარგვად დაუჯდათ: ენდრიუ სელესმა (კონსერვატიული პარტია) - ერთი ქილა რძის კონსერვანტის საფასური, 55 ცენტი; დენი ალექსანდერმა (ლიბერალ-დემოკრატიული პარტია) - შუშის საწმენდი სითხის საფასური, 99 პენსი; ჯეიმს ერბანოტმა (კონსერვატიული პარტია) - ნივრის გამფცქვნელი და დამჭრელი ხელსაწყოს საფასური, 43 ფუნტი და 56 ცენტი; ალან მილბერნმა (ლეიბორისტული პარტია) - კოვზებისა და ტაფის საფასური, 780 ფუნტი; ჯუდი კირკბრაიდმა (კონსერვატიული პარტია) - უბრალო სარკის საფასური, 75 ფუნტი; ბენ ჩეპმენმა (ლეიბორისტული პარტია ) - ტანსაცმლის სამი საკიდის საფასური, 5 ფუნტი.

ამ კატეგორიის ქმედებათა ჩამდენების სია საკმაოდ მოცულობითია.

ქმედებათა მეორე კატეგორიას განეკუთვნება პარლამენტართა და მთავრობის წევრთა მიერ ,,მეორე სახლთან“ და თანაშემწეებთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციები.

დეპუტატებს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს, რომლებიც ლონდონიდან არ იყვნენ, ერგებოდათ ლონდონში სახლის დასაქირავებელი თანხა. ხშირად პარლამენტარები „ქირაობდნენ“ ლონდონში მათსავე კუთვნილ სახლს და მთელ თანხას ითვისებდნენ. მრავალ პარლამენ-ტარს კი მათივე შვილები, მეუღლეები ან ნაცნობ-მეგობრები აჰყავდათ თანაშემწეებად. ესე მაგალითად, ყოფილმა პარლამენტარმა და 2007-2009 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯეკი სმიტმა, სტანდარტების განმსაზღვრელი საპარლამენტო კომისიის დასკვნის მიხედვით, არასწორად მიუთითა საფინანსო ანგარიში, რომ ქირაობდა ლონდონში საძინებელ ოთახს, რომელიც მის დას ეკუთვნოდა, რაშიც ბიუჯეტიდან გადახდილ იქნა 116 000 ფუნტი. ამავე დროს, ქ-ნ სმიტმა მის მრჩევლად გააფორმა მისი მეუღლე რიჩარდ ტიმნი, რომლის ხელფასიც წელიწადში 40 000 ფუნტს შეადგენდა. ბ-ნ ტიმნიმ თავი გამოიჩინა იმით, რომ ხშირად წერდა აღტაცებულ საგაზეთო სტატიებს ქ-ნ სმიტის შესახებ, ისე რომ არ უთითებდა, რომ იგი მისი მეუღლე იყო. თავისუფალ დროს ბ-ნი ტიმნი თავს იქცევდა პორნო ფილმების ყურებით საკაბელო ტელევიზიით, რისი საფასურის ანაზღაურებაც ქ-ნ სმიტმა სახელმწიფოს მოსთხოვა, ისევე,როგორც მოითხოვა 2,5 ფუნტის ღირებულების კბილის ჯაგრისის საფასურის ანაზღაურება.

ინგლისის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მინისტრმა, დუგლას ჰენდერსონმა საპარლამენტო კომისიის დასკვნის თანახმად, არასწორად მოითხოვა მის მიერ 2007-2008 წლებში, მისი იმ სახლიდან განხორციელებული სატელეფონო საუბრებისათვის 800 ფუნტი, რაც კანონით არ იყო გათვალისწინებული. ამასთან კომისიამ დაადგინა, რომ ამავე წლებში ჰენდერსონი პარლამენტში დაესწრო მხოლოდ კენჭისყრათა ნახევარს, მხოლოდ 9-ჯერ გამოვიდა დებატებში და წარადგინა მხოლოდ 23 წერილობითი შეკითხვა, რის სანაცვლოდაც მოითხოვა 151 860 ფუნტის ანაზღაურება მოგზაურობის, სახლების ქირავნობის, ოფისებისა და პერსონალისათვის. ყოველივე ეს, მას, შემდგომში თანამდებობის დაკარგვად დაუჯდა.

სხვა პარლამენტართა და მთავრობის წევრთა ანალოგიური ქმედებები შთამბეჭდავად დიდია და მათი სამართლებრივი და მორალური შეფასებები საპარლამენტო კომისიის ასეულობით ტომში დაფიქსირდა.

რაც შეეხება შედეგებს, რაც ზემოხსენებულ და მრავალ ათეულობით სხვა მხილებებს მოჰყვა იყო ის, რომ პირველად, ბოლო 300 წლის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის პარლა-მენტის სპიკერი მაიკლ მარტინი იძულებული შეიქნა გადამდგარიყო. მას მიჰყვა ზემოხსენე-ბული შინაგან საქმეთა მინისტრი ჯეკი სმიტი. გადადგომის განცხადებები გააკეთეს ასევე კომუნებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მდივანმა ჰ. ბლიარსმა, შრომის მინისტრმა ტონი მაკ-ნულტიმ, ტრანსპორტის სახელმწიფო მდივანმა ჰუნმა, ვაჭრობის სახელმწიფო აღმასრულებელმა მდივანმა აშერმა და მრავალმა სხვამ. ყოველმა მათგანმა ხაზინას დაუბრუნა არასწორად მითვისებული თანხები.

თავად ბრიტანული პრესის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, რომ არ შეიძლება ზემოთ მოყვანილ და ათეულობით ანალოგიურ ქმედებათა დანაშაულად დაკვალიფიცირება, ვინაიდან დეპუტატებს ფულად კომპენსაციას თავად პარლამენტი განუსაზღვრავდა და უდგენდა. მაგრამ, ბრიტანეთის საზოგადოებრიობა უკიდურესად განარისხა იმან, რომ პარლამენტარები და მთავრობის წევრები ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, იცავდნენ რა კანონის სიტყვას, არად აგდებდნენ კანონის არსს, რის შედეგადაც პირადად მდიდრდებოდნენ და ან იკმაყოფილებდნენ იმ მოთხოვნილებებს, რომლებსაც საერთო არაფერი ჰქონდათ მათ მიერ, როგორც პარლამენტარების და თანამდებობის პირების მოვალეობის შესრულებასთან.

მთელი ამ ისტორიიდან ყველაზე მკაცრად, სისხლისსამართლებრივი წესით დაისაჯნენ შემდეგი პირები:

დევიდ ჩეიტორი, 61 წლის პარლამენტარი ლეიბორისტული პარტიიდან. 2011 წლის 7 იანვარს სასამართლომ მას მიუსაჯა 18 თვით პატიმრობა პარლამენტში ცრუ ანგარიშების წარდგენისათვის. პირველ ეპიზოდში მან წარმოადგინა მოთხოვნა და მიიღო ანაზღაურება სახლის ქირავნობისათვის, რომელიც მასვე ეკუთვნოდა, მაგრამ შვილზე ჰქონდა გაფორმებული. მეორე ეპიზოდში იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი დედამისის ბინის თვალთმაქცურად ქირავნობისათვის. ამ ეპიზოდებში მან მიითვისა შესაბამისად 18 350 და 12 925 ფუნტი. ჩეიტორმა ეს თანხა ხაზინას დაუბრუნა.

ერიკ ილსლეი, 55 წლის პარლამენტარი. მსჯავრდებულ იქნა ერთი წლით თაღლითობისთვის, რაც გამოიხატა ყალბი ანგარიშების წარდგენაში პარლამენტისათვის და შედეგად 14 000 ფუნტის მიღებაში.

ჯიმ დევაინი, 58 წლის, პარლამენტარი ლეიბორისტული პარტიიდან, 2011 წლის 31 მარტს ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა, თაღლითურად ორი ანგარიშის წარდგენისათვის პარლამენტში და 8 385 ფუნტის მითვისებისათვის.

ელიოტ მორლი, 51 წლის პარლამენტარი ლეიბორისტული პარტიიდან. 2011 წლის 20 მაისს ცნობილ იქნა დამნაშავედ პარლამენტში ყალბი დოკუმენტების წარდგენაში და 30 000 ფუნტის მითვისებაში და სასჯელად 16 თვით პატიმრობა შეფარდა.

ჯონ დავიდ ბეკეტი, ვერვიკის ბარონ ტაილორი, 61 წლის ლორდთა პალატის წევრი. იგი იყო პირველი შავკანიანი კონსერვატორი პერი. 2011 წლის 31 მაისს, ყალბი ქვითრების წარდგენისათვის პარლამენტში 6-ჯერ, რის შედეგადაც მიითვისა 11 277 ფუნტი და 80 პენსი, მსჯავრდებულ იქნა 12 თვით თავისუფლების აღკვეთით.

პოლ ედვარდ ვინსტონ ვაიტი, ბარონი ჰანინგფილდი, ლორდთა პალატის წევრი, 2011 წლის 11 მაისს სასმართლოს მიერ ცნობილ იქნა დამნაშავედ ყალბი ანგარიშების წარდგენაში. 2006-2009 წლებში მან ექვსჯერ წარადგინა ეს ანგარიშები პარლამენტში, რომელთა მიხედვითაც მან ღამეები გაათენა ლონდონში და მოითხოვა შესაბამისი ანაზღაურება, მაშინ როდესაც,სინამდვილეში, ესექსში მის სახლში ბრუნდებოდა ყოველთვის. მის მიერ მითვისებულმა თანხამ 14 000 ფუნტი შეადგინა. აღნიშნულისთვის მას 9 თვით პატიმრობა შეეფარდა.

გერმანიის გაერთიანების მთავარმა არქიტექტორმა და მაასტრიხტის ხელშეკრულების თანაავტორმა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ევროპის კავშირს, გერმანიის კანცლერმა ჰელმუტ კოლმა, 1999 წლის 16 დეკემბერს, გერმანიის პარლამენტის სპეციალური კომისიის წინაშე აღიარა, რომ მისი ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ ფარულად იღებდა შემოწირულებებს, რაც მისი შეცდომა იყო. მიღებულმა შემოწირულობამ ორი მილიონი მარკა შეადგინა. გამოძიება ამ საკითხზე 1995 წელს დაიწყო, როდესაც იარაღით მოვაჭრე შრეიბერი მხილებულ იქნა ქდპ-სთვის ფარული შემოწირულობის სახით თანხების გადაცემაში ტისენის კომპანიისთვის საუდის არაბეთში ტანკების გაყიდვის ნებართვის მიცემის სანაცვლოდ. როგორც შემდგომ დადგინდა ეს შემოწირულობა ერთეული არ ყოფილა. გამოძიებით დადგინდა, რომ 50 მილიონი გერმანული მარკის ქრთამის სანაცვლოდ გერმანელი პოლიტიკოსებისათვის, ფრანგულმა კომპანია „ელფმა’’ მოახდინა ყოფილი აღმოსავლეთ გერმანული ნავთობგადამამუ-შავებელი კომპანია „ლეუნას’’ პრივატიზება. „ლეუნას“ გაყიდვა მხარდაჭერილი იყო კანცლერ კოლის და საფრანგეთის იმდროინდელი პრეზიდენტის მიტერანის მიერ. აღნიშნულისთვის და საფინანსო ანგარიშების გაყალბებისთვის ქდპ დაჯარიმდა 41 მილიონი მარკით. 2000 წლის 18 იანვარს ჰელმუტ კოლი იძულებულ იქნა გადამდგარიყო ქდპ-ს საპატიო თავმჯდომარის თანამდებობიდან.

ამ ისტორიას საინტერესო კრიმინალური გაგრძელება ჰქონდა. ქრთამის გადაცემაში მხილებული ზემოხსენებული შუამავალი შრეიბერი გერმანიიდან კანდაში გაიქცა. გერმანული მხარე 10 წლის განმავლობაში მოითხოვდა მის ექსტრადირებას. შრეიბერმა, რომელსაც გერმანიაში ბრალად ჰქონდა შერაცხული გადასახადებისაგან თავის არიდება, შესძლო საქმიანი კონტაქტების დამყარება კანადის იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ მალრუნისთან. CBC news/Canada-ს 2007 წლის 13 დეკემბრის ინფორმაციით, კანადის პარლამენტის ეთიკის კომიტეტისთვის მიცემულ ჩვენებაში მალრუნიმ აღიარა, რომ მან შრეიბერისაგან ხელზე აიღო 225 000 დოლარი საშუამავლო, მის მიერ კრუპის ფირმისთვის იარაღის გაყიდვის საქმეში დახმარებისთვის, რასაც მის უდიდეს შეცდომად თვლის.

2011 წლის 15 დეკემბერს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ შირაკი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ბრალდების ორ ურთიერთდაკავშირებულ ეპიზოდში, პარიზის მერად მუშაობისას 1977-1995 წლებში, მერიაში მთლიანად, ან ნაწილობრივ 28 თანამდებობის თაღლითურად შექმნაში და ამის შედეგად მიღებული თანხების მისი პარტიის სასარგებლოდ გამოყენებაში. იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საზოგადოებრივი ფონდების მითვისებასა და გაფლანგვაში, ნდობის ბოროტად გამოყენებაში, ინტერესთა უკანონო კონფლიქტში. სასმართლომ მხედველობაში მიიღო , რომ შირაკმა და მისმა პარტიამ, გამოძიების პროცესში, მერიას დაუბრუნეს სამი მილიონი დოლარი და მას სასჯელის ზომად პირობით 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ესოდენ ლმობიერი განაჩენი განაპირობა განსასჯელის ასაკმა და სახელმწიფოს მეთაურის მისმა ყოფილმა სტატუსმა. ამ ფაქტორთა გარეშე შირაკს კანონით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და 150 000 ევროს ოდენობის ჯარიმა ეკუთვნოდა.

ამავე საქმეზე თანამონაწილედ გადიოდნენ შირაკის კოლეგები პარიზის მერიიდან, მათ შორის პრეზიდენტის უახლოესი თანამებრძოლი, საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალენ ჟუპე, რომელიც, თავის დროზე, შირაკის მოადგილედ მუშაობდა პარიზის მერიაში და ფინანსებს განკარგავდა. 2004 წელს მას პირობით მიესაჯა 14 თვით თავისუფლების აღკვეთა, ისევე, როგორც 5 წლით ჩამოერთვა სამოქალაქო უფლებები და 10 წლით აეკრძალა არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

ნაცმოელ უღირსთათვის, რომლებსაც არათუ ინტელექტუალური საკუთრება, არამედ ადამიანის სიცოცხლე და პირადი საკუთრების უფლება არ მიაჩნდათ არაფრად, საერთოდ გაუგონარი საქციელი ჩაიდინა გერმანიის განათლებისა და კვლევების მინისტრმა ქ-ნ ანეტ ჩავანმა, როდესაც იგი 2013 წლის 9 თებერვალს გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ანონიმმა მას ბრალი დასდო პრესაში სადოქტორო დისერტაციის პლაგიატში. ჩავანმა აღნიშნული გააპროტესტა დიუსელდორფის უნივერსიტეტში, სადაც 2013 წლის 5 თებერვალს დადგინდა, რომ ჩავანის დისერტაციის 351 გვერდიდან, წყაროზე მიუთითებლად დაახლოებით 60-ჯერ იყო გამოყენებული სხვათა აზრები, რის გამოც მას, იმავე დღეს, ჩამოერთვა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

2011 წლის მარტში ასევე მოიქცა გერმანიის თავდაცვის მინისტრი კარლ-თეოდორ ზუ გუტენბერგი, როდესაც გადადგა მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ მან, მისი სადოქტორო დისერტაციის დიდი ნაწილი, რომელიც 2006 წელს დაიცვა, სხვადასხვა ნაშრომებიდან გადაიწერა წყაროზე მიუთითებლად, რითაც ჩაიდინა პლაგიატი.

ამავე მიზეზით 2012 წლის 12 აპრილს თანამდებობიდან გადადგა უნგრეთის პრეზიდენტი პალ შმიდტი, მას შემდეგ რაც საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ ამ დამსახურებულმა პიროვნებამ, რომელიც იმავდროულად ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, სადოქტორო დისერტაციაში, რომელიც 1992 წელს დაიცვა, მისი თეზისების უმრავლესობა წყაროზე მიუთითებლად სხვებისგან გადმოიწერა.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა ის ნაწილი, რომელიც თავს ოპოზიციას მიაკუთვნებს, ისევე როგორც მათი „პარტიის“ ლიდერები და მათთან მიტმასნილი არასამთავრობო „ინტელექტუალები“, გაკვირვებულნი იქნებიან დასავლეთში სამართლიანობის აღდგენის მიზნით განხორციელებულ ქმედებათა მრისხანებით. ისინი თვლიდნენ, თვლიან და სამარის კარამდე ჩათვლიან, რომ საქართველო მხოლოდ მათი სახრავი იყო და ასეთად უნდა დარჩეს და ყველაფერს მოიმოქმედებენ რათა მათი უტიფარი, ძირითადად გარყვნილი ცხოვრების წესი არავინ ხელყოს. ისინი თვლიდნენ და თვლიან, რომ ქართულ საზოგადოებას ამნეზია შეჰყარეს, რის შედეგადაც იმასაც ვერ გავიხსენებთ, თუ სად გაქრა საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოსული დახმარების მილიარდობით თანხები, ვინ და როგორ დაყიდა ნაწილებად ქვეყანა და ამ ქვეყნის საზოგადოებრივი ქონება, მისი წიაღი და მიწები.

გონებაჩლუნგთა ამ კაპრიჩიოების პროტოტიპებს დღენიადაგ უნდა შეხსენდეს, რომ საქართველოს მოსახლეობის მიერ, მათ მიმართ, 2012 წლის ოქტომბერში, გამოტანილ იქნა მოკვეთის განაჩენი. ამის შედეგად, ყოველგვარი ბოდვისას მათთან კოაბიტაციის თაობაზე, შინაურსაც და უცხოელსაც უნდა შეხსენდეს ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფოების ზემოხსენებული ისტორიები. ისინი ადასტურებენ იმ ჭეშმარიტებას, რომ ზოგადად ადამიანები, ინდივიდუალურად, ნებისმიერ ქვეყანაში, ზოგჯერ სამართლისა და მორალის მიმართ დამოკი-დებულებაში, არასრულქმნილნი არიან და ცდილობენ უგულველყონ ამ ცნებების მათ მიმართებაში გავრცელება.

ყოველი ამგვარი მცდელობა, საბოლოო ჯამში, ძირითადად მარცხით მთავრდება, ვინაიდან დასავლურ სამყაროში უპირობოდ არის აღიარებული სამართლის უზენაესობა. მხედველობაშია ის სამართალი, რომელსაც ობიექტური წანამძღვრები და საფუძვლები აქვს და არა ის, როგორც ეს საქართველოში იყო, როდესაც ერთი შეურაცხადის მითითებით ნაცხროველთა პარლამენტი ნებისმიერ კრეტინიზმს აკანონებდა საკუთარი მოხმარების მიზნით.

სამართლის უზენაესობა დასავლეთში უზრუნველიყოფა: 1. თვით სამართლებრივი ნორმების სრულყოფილებით; 2. ამ სამართლებრივი ნორმების ინტერპრეტირებას ახდენენ და მათ იყენებენ მიუკერძოებელი სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლოები: 3. დასვლურ სამყაროში ყოველივე საზოგადოებრივი, მათ შორის საბიუჯეტო სახსრები, სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან დაქვემდებარებულია სკურპულოზურ ყურადღებასა და აღრიცხვას. 4. დასავლურ სამყაროში, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი მასობრივი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები, დემოკრატიის ნამდვილ დამცველებად გვევლინებიან და უშუალოდ უზრუნველყოფენ სამართლის უზენაესობის პრინციპის გავრცელებას საზოგადოების ყველა წევრზე, ყოველგვარ კოაბიტაციაზე მითითების გარეშე.

იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანი მიდრეკილია ცხოვრების პირობების მუდმივი გაუმჯობესებისაკენ, რაშიც არაფერია საძრახისი, მთავარია იგი გაუმაძღართა სიხარბეში არ გადაიზარდოს. ამ პროცესის გაკონტროლების საშუალება საზოგადოებას უნდა ჰქონდეს, ვინაიდან, როგორც ციცერონი ამბობდა „სიმდიდრეს უცილობლად მივყავართ სიხარბემდე, სიხარბე გადაიზრდება დანაშაულებრივ სიმამაცეში, მისგან კი წარმოიშვება ყოველგვარი მანკიერება და ბოროტმოქმედება“.

საზოგადოებრივ ფონდებზე კონტროლის მეთოდების სრულყოფის მიზნით არც ათასგვარი არასამთოვრობო გრანტიჭამიების შექმნა და არც თავად კორუმპირებულ მეპატრონეთა ტელეარხებია საჭირო. ეს საკითხი ელემენტალურად რეგულირდება გამართული კანონმდებლო-ბით, ხოლო მისი აღსრულება რჩეულ პირებს უნდა მიენდოს, და არა მათ, ვინც უკვე ორი ათეული წელია ტივტივებენ ბედკრული საქართველოს ისტორიის ზედაპირზე და მარადჟამ ერის მხსნელ და მასზე მზრუნველ მესიებად წარმოგვიდგენენ თავს.