გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და მალის მთავრობამ დაადასტურა, რომ ლიბიის სანაპიროსთან, 22 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.
არსებული ინფორმაციით, მალის მოქალაქეები ევროპამდე მისვლას გეგმავდნენ, თუმცა ნავს პრობლემა შეექმნა და 22 ივნისის შემდეგ, ზღვაში იყვნენ გაჩერებულები. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ზოგი ადამიანი დაიხრჩო, ზოგის დაღუპვის მიზეზი კი გაუწყლოება გახდა.
ნავზე სულ 83 ადამიანი იყო. გადარჩენილების ნაწილი საავადმყოფოში, ნაწილი კი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.