მედია: დენის პროკოპენკო და სვიატოსლავ პალამარი რუსეთის ერთ-ერთ სპეცდანიშნულების ობიექტზე გადაიყვანეს

მედია: დენის პროკოპენკო და სვიატოსლავ პალამარი რუსეთის ერთ-ერთ სპეცდანიშნულების ობიექტზე გადაიყვანეს

მარიუპოლის გარნიზონის, „აზოვის პოლკის“ მეთაურები, რომლებიც ტყვედ აიყვანეს, რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ უკრაინული სააგენტო „უნიანი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

ამავე ინფორმაციით, რუსული მედიის ცნობით, საუბარია დენის პროკოპენკოსა და მის მოადგილე სვიატოსლავ პალამარზე.

ამავე ცნობით, უკრაინელები "ერთ-ერთ სპეცდანიშნულების ობიექტზე" გადაიყვანეს.