პიცა მარგარიტა

პიცა მარგარიტა

ინგრედიენტები

3   ს/კ მშრალი აქტიური საფუარი

1   ჭიქა თბილი წყალი (45C)

4   ს/კ ზეითუნის ზეთი

1   ჩ/კ შაქარი

1   ნაჭერი მარილი

3   ჭიქა ფქვილი

800   გრამი პომიდორი

20   ცალი რეჰანის ფოთოლი

2   ჩ/კ დაჭრილი ორეგანო

8   ჭიქა გახეხილი მოცარელა

1/2  ჩ/კ წითელი წიწაკის ფანტელები

1/8  ჩ/კ მარილი

1/8  ჩ/კ პილპილი

მომზადებ

პატარა თასში თბილ წყალში გახსენით საფუარი. დიდ თასში აურიეთ 2 ს/კ ზეთი, შაქარი, 1 ჩ/კ მარილი, 1 ჭიქა ფქვილი და დაუმატეთ საფუარიანი წყალი, ზილეთ გლუვი მასის მიღებამდე. შეურიეთ დანარჩენი ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი.

ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე გადმოიტანეთ. ზილეთ გლუვი და ელასტიკური ცომის მიღებამდე, დაახლოებით 6–8 წუთით. მოათავსეთ ცხიმმოსმულ თასში, დააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად, დაახლოებით ერთი საათით.

ჩაზილეთ ცომი. გაყავით ორ ნაწილად. გააბრტყელეთ თითოეული ნაწილი 30 სმ დიამეტრზე და გადაიტანეთ ორ ცხიმმოსმულ მრგვალ ლანგარზე. კიდეები ცოტატი ზემოთ ამოუწიეთ. დააფარეთ სუფთა ჭურჭლის ტილო და დატოვეთ 10 წუთით.

ცომს დაჭრილი პომიდორი მოალაგეთ. თავზე მოაყარეთ დაჭრილი რეჰანის ფოთლები, წვრილად დაჭრილი ორეგანო, ყველი, წითელი წიწაკის ფანტელი, 1/8 ჩ/კ მარილი და 1/8 ჩ/კ პილპილი. მოასხურეთ 2 ს/კ ზეთი. აცხვეთ 230 C-ზე 15–20 წუთით, ცომის კარგად გამოცხობამდე. გემრიელად მიირთვით!