„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ოპოზიციის იმ ნაწილის ქცევას, რომელიც პარლამენტშია, თუმცა, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ჩანიშნული კომიტეტების სხდომებს არ ესწრება, უცნაურს უწოდებს.
„ცხადია, რომ ეს პუნქტები პარლამენტშია შესასრულებელი და საპარლამენტო აქტიურობა აუცილებელია. ზოგადად, კარგია, კომიტეტები რომ ინიშნება, მნიშვნელოვანია, რომ ეს სერიოზული დისკუსია იყოს და არა ფორმალობა და რაღაც სურათისთვის გაკეთებული. თუ კომიტეტზე სიარულზე უარს ამბობ, მაშინ რას აკეთებ? პარლამენტში ხარ და კომიტეტზე არ დადიხარ, ეს რაღაც უცნაურად გამოიყურება.ხომ არ ვართ ვალდებულები, რომ ყველაფერში „ქართულ ოცნებას“ ვეთანხმებოდეთ? მაგრამ მთავარია, კომიტეტზე მხოლოდ ხელის მოსაწერად არ მოვიდნენ, რომ ხელფასი აიღონ“, - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.