არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები გადაიზარდა კონკრეტულ პოლიტიკურ მოთხოვნებში და ამიტომ საზოგადოების დიდი ნაწილი მათ გაემიჯნა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები თავიდან იყო შენიღბული, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი ხვდებოდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ ფრონტზე წარმოჩენილი ვითომ და საზოგადოებრივ პოზიციას აჟღერებდნენ, თუმცა მალევე ვნახეთ, რომ მათი განცხადებები გადაიზარდა კონკრეტულ პოლიტიკურ მოთხოვნებში და ამიტომ საზოგადოების დიდი ნაწილი მათ გაემიჯნა“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.