ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შემოდგომაზე, შესაძლოა, უკრაინამ, ბლოკირებული პორტების გამო, 60 მილიონ ტონაზე მეტი ხორბლის ექსპორტი ვერ შეძლოს

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შემოდგომაზე, შესაძლოა, უკრაინამ, ბლოკირებული პორტების გამო, 60 მილიონ ტონაზე მეტი ხორბლის ექსპორტი ვერ შეძლოს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ჟურნალისტებთან საუბრისას, განაცხადა, რომ შემოდგომისთვის უკრაინაში შესაძლოა 60 მილიონ ტონამდე მარცვლეული დარჩეს, თუ ქვეყანა კვლავ ექსპორტის ბლოკირების პირობებში იქნება.

„იცით, ახლა 22 მილიონი ტონაა დაბლოკილი, შემოდგომაზე დაახლოებით 60 მილიონ ტონას ველოდებით. ამ შემთხვევაში, ნამდვილად რთულ, ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით“, - თქვა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ის მუშაობს გაეროსთან, რათა სცადონ უსაფრთხო დერეფნის გახსნა, რომელიც უკრაინას შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას მისცემს.

„ჩვენ ამით დაინტერესებულები ვართ, როგორც ექსპორტიორები. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ჩვენმა ფერმერებმა გააგრძელონ მუშაობა მომავალი წლისთვის, მომავალი მოსავლისთვის. ამისთვის, ჩვენ უნდა გავიტანოთ მთელი ეს მარცვლეული - ქერი, ხორბალი, სიმინდი და ა.შ.“, - განაცხადა ზელენსკიმ.