ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული ძალები ლისიჩანსკში დაბრუნდებიან

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინული ძალები ლისიჩანსკში დაბრუნდებიან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ჯარები ლისიჩანსკში თანამედროვე იარაღის მიწოდების ტაქტიკის წყალობით დაბრუნდებიან.

„ჩვენ ჯარისკაცების სიცოცხლეს ვიცავთ, ჩვენს ხალხს ვიცავთ. ჩვენ ავაშენებთ კედლებს, დავიბრუნებთ მიწებს, ხოლო ყველაზე მეტად ხალხი უნდა იყოს დაცული. თუ სარდლობას ხალხი ფრონტის გარკვეული წერტილებიდან გაჰყავს, სადაც მტერს უპირატესობა აქვს, კერძოდ, ეს ეხება ლისიჩანსკს, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - რომ ჩვენ დავბრუნდებით ჩვენი ტაქტიკის, თანამედროვე იარაღის მიწოდების გაზრდის წყალობით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.