ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, მანიპურის შტატში მეწყერს 42 ადამიანი ემსხვერპლა, 20 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ, - ამის შესახებ BBC წერს.
მიწის მასა რკინიგზის სამშენებლო ობიექტზე ჩამოიშალა. დაღუპულთა უმეტესობა სწორედ ადგილზე მყოფი მუშები და ინდოეთის არმიის მოხალისეები არიან.
ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ძლიერმა წვიმამ და ახალმა მეწყერებმა სამაშველო სამუშაოები შეაფერხა.