უკრაინამ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი აამოქმედა

უკრაინამ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი აამოქმედა

უკრაინის მთავრობამ 1-ლი ივლისიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღო. ამის შესახებ Ukrinform-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ვიზის მიღების მსურველები განაცხადის გაკეთებას რუსეთის 8 ქალაქში განლაგებულ VFS Global-ის ცენტრებში შეძლებენ. შემდეგ განაცხადებს უკრაინელი დიპლომატები განიხილავენ, თუმცა ვიზა საზღვრის გადაკვეთის გარანტია ვერ იქნება და საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთის მოქალაქის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის შესახებ მესაზღვრე მიიღებს.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზები დაწესებაზე უკრაინის მთავრობა „ეროვნული უსაფრთხოებისთვის უპრეცედენტო საფრთხეებთან ბრძოლის ფარგლებში“ წავიდა.