ოდესის ოლქზე რუსეთის სარაკეტო დარტყმას, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი

ოდესის ოლქზე რუსეთის სარაკეტო დარტყმას, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი

ოდესის ოლქზე რუსეთის სარაკეტო დარტყმას, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამი რუსული რაკეტა ოდესის ოლქის სოფელ სერგიივკაში მდებარე ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსსა და რეკრეაციულ ცენტრს მოხვდა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოს განცხადებით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, 30 ადამიანი დაშავდა.