საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი, გუშინ აშშ-ის საელჩოში მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"ანრი ოხანაშვილი არის გამორჩეული პატრიოტი, უმაღლესი დონის პროფესიონალი და ძალიან გაწონასწორებული და ღირსეული ადამიანი! მისი წყობიდან გამოყვანა მხოლოდ უკიდურესად ღირსების შემლახველ პროვოკაციულ ქმედებას შეეძლო, რისი მომსწრეც გავხდით. თუმცა ხალხი ბრძენია და მიხვდება რასთანაც გვაქ საქმე და რეალურად ვინ დგას დასავლურ ღირებულებებზე"!