თურქეთში, ქემალფაშასა და ხოფას შორის მდებარე ავტობანზე, კლდის ჩამოშლის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი მძიმედ დაშავდა

თურქეთში, ქემალფაშასა და ხოფას შორის მდებარე ავტობანზე, კლდის ჩამოშლის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი მძიმედ დაშავდა

თურქეთში, ქალაქ ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა და ლოდები ტრაილერების რიგს დაეცა. როგორც თურქული მედია წერს, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა საზღვრისპირა ქალაქ ქემალფაშასა და ხოფას შორის მდებარე ავტობანზე, დაახლოებით დილის 8 საათისათვის მოხდა. პირველადი მონაცემებით, დაზიანებულია სამი სატვირთო ავტომობილი. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ საქართველოს მოქალაქეებიც. წინასწარი ინფორმაციით, მათგან არავინ დაშავებულა.

ამჟამად ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.