უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის (კაგებე) ყოფილი აგენტი, რომელიც, მარტში, რუსეთს სარაკეტო დარტყმების დროს ეხმარებოდა. აღნიშნული ავიაიერიშების შედეგად, უკრაინის დასავლეთით მდებარე სამხედრო ობიექტზე, 50-ზე მეტი ჯარისკაცი მოკლეს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და პროკურორების ცნობით, ეჭვმიტანილი, „ტელეგრამის“ გამოყენებით, რუსეთში იავორივის სამხედრო წვრთნის ცენტრზე თავდასხმისთვის, დეტალურ ლოკაციებს აწვდიდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებულს, რომელიც ლვოვის მკვიდრია, ღალატის ბრალდებით გაასამართლებენ.