ტეხასის შტატში, სან-ანტონიოსთან ახლოს სატვირთო ავტომობილში სულ მცირე 46 ადამიანის ცხედარი იპოვეს. როგორც BBC წერს, ისინი სავარაუდოდ მიგრანტები იყვნენ.
სახანძრო დაცვის წარმომადგენლის განცხადებით, 16 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისინი მზის დარტყმისა და ხანგრძლივი გადახურების შედეგად დაშავდნენ.
როგორც გაირკვა, სატვირთო ავტომობილში არ მუშაობდა კონდიციონერი, ასევე არ იყო წყალი. პოლიცია მძღოლს ეძებს, რომელიც სავარაუდოდ, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სან-ანტონიო აშშ-მექსიკის საზღვრიდან 250 კილომეტრში მდებარეობს და კონტრაბანდისტების სატრანზიტო მარშრუტის მთავარი პუნქტია.