უკრაინის პრეზიდეტნმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მორიგ მიმართვაში, აღნიშნა, რომ ქვეყანა თანამედროვე სარაკეტო თავდაცვის სისტემების მოლოდინშია.
„ჯერ კიდევ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, ჩვენ ვუთხარით ჩვენს პარტნიორებს, რომ თანამედროვე სარაკეტო თავდაცვა გვჭირდებოდა, ეს გავიმეორეთ 24 თებერვლის შემდეგაც. კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრში ხალხი ისევე იმსახურებდა უსაფრთხოებას, როგორც ადამიანები მსოფლიოს ნებისმიერ სხვა სავაჭრო ცენტრებში - ფილადელფიაში ან თელ-ავივში, ან დრეზდენის სავაჭრო გალერეაში. მსოფლიოს შეუძლია და, შესაბამისად, რუსული ტერორი უნდა შეაჩეროს. ახლა უკვე შემიძლია ამის თქმა - მე მოვისმინე ჩვენი პარტნიორებისგან: უკრაინამ უნდა მიიღოს საიმედო სარაკეტო თავდაცვა, ჩვენ შესაბამისი სისტემების მიწოდებას ველით“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.