თურქეთის პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ თურქეთი რუსეთს სანქციებს არ უწესებს, რადგან ქვეყნის ინტერესები უნდა დაიცვას.
„ჩვენ რუსეთთან [ურთიერთობებში] ბალანსის პოლიტიკას მივყვებით. ნიშნავს თუ არა ეს ავტომატურად, რომ რუსული კაპიტალი შემოდის თურქეთში? ჩვენ გვაქვს ენერგეტიკული ურთიერთობა რუსეთთან. ვინაიდან ენერგეტიკის უცხოურ წყაროებზე ვართ დამოკიდებულნი, რუსეთთან ურთიერთობას ისე ვავითარებთ, როგორც ირანთან. უკრაინის ომის შემდეგ, რუსეთს სანქციებს არ ვუწესებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. უნდა არსებობდეს აქტორი, რომელსაც რუსული მხარე ენდობა. ვინ დაელაპარაკება რუსეთს, თუ ყველა ხიდს დავანგრევთ? ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები ისეთი ხასიათისაა, რომ სანქციების დაწესება უფრო მეტად დააზარალებს თურქეთის ეკონომიკას, ვიდრე რუსეთს. ჩვენ მკაფიო პოზიცია დავიკავეთ“, - აღნიშნა იბრაჰიმ კალინმა.