ნამცხვარი ჭიანჭველას ბუდე

ნამცხვარი ჭიანჭველას ბუდე

ინგრედიენტები

3   ცალი კვერცხი

ფქვილი

200   გრამი კარაქი

100   გრამი შაქარი

ვანილი

მწიკვი სოდა

250   გრამი მოხარშული შესქელებული რძე

მომზადება

კვერცხი ოდნავ ავთქვიფოთ, დავამატოთ შაქარი, გამლღვარი კარაქი, მწიკვი სოდა და ვანილი, ფქვილი. გამოვიყენოთ იმდენი ფქვილი, რამდენსაც შეიზელს, იმისათვის რომ მოვზილოთ მაგარი ცომი.

ცომი დავყოთ 4 ნაწილად. ცომის თითოეული გუნდა გავხეხოთ სახეხზე და გამოვაცხოთ შეწითლებამდე.

გამომცხვარი მასა ხელით კიდევ გავაფხვიეროთ. შემდეგ დავუმატოთ მოხარშული შესქელებული რძე და მივცეთ ფორმა. მე გემოვნებისამებრ დავუმატე ცუკატები და ქიშმიში.