რაც შეეხება ოპოზიციის მიერ პერმანენტული აქციების გამართვას, არ ვიცი რამდენად შეძლებს ოპოზიცია საზოგადოების გამოყვანას ქუჩებში. ეს დამოკიდებულია ხალხის განწყობაზე. თუ მოქალაქეებს ნამდილად აწუხებთ ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი, მაშინ ვიხილავთ აქციებსაც, აცხადებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ „ახლა ერთადერთი გაზა დარჩა, რეკომენდაციების შესრულება.
„ეს მარტივი გასაკეთებელია, არ არის პრობლემა. ის, რაც რეკომენდაციებში წერია, არის შეგნებული პოლიტიკა, რასაც ახორციელებდა კიდეც „ქართული ოცნება". ბოლოს და ბოლოს ისევ შეუერთდეს შარლ მიშელის დოკუმენტს, ამით მაინც დაიწყოს. წინ გადადგმული ნაბიჯია ევროპული პერსპექტივის მიღება საქართველოსთვის, მგონი საკმაოდ დიდი შანსი გვაქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მისაღებად, თუ რამეს გააკეთებს „ქართული ოცნება". უბრალოდ, ვერ ვხედავ მათ მზაობას, რაიმე შეცვალონ. მათი მთვარი ამოცანა არის ძალაუფლების შენარჩუნება და არავითარი დემოკრატია, თავსუფალი არჩევნები და ა.შ. ყველაფერს ევროპული გზის საწინააღმდეგოდ აკეთებენ და ახლა რატომ გააკეთებენ რაიმეს სწორად? თუ ხელისუფლებაში შეცვლიან მიდგომებს და მართლა, რეალურად გაატარებენ ყველა რეფორმას, მაშინ შანსები ძალიან მაღალია, თუმცა თუ „ოცნებამ" ასე გააგრძელა მოტყუების, გადაგდებისა და დროის გაწელვის პოლიტიკა, მაშინ, რა თქმა უნდა, არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს.
„ხოლო რაც შეეხება ოლიგარქიზაციას, მათ უნდა მიიღონ სერიოზული კანონმდებობა, რითაც გამოირიცხება ფულიანი ადამიანების მიერ პოლიტიკის ფარული მართვა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩარევა. გვესმოდეს, რომ ოლიგარქი არის ადამიანი ვინც ხელისუფლებაშია. ოპოზიციაში მყოფი მდიდარი ადამიანი ოლიგარქი ვერ იქნება. ის შეიძლება გახდეს შემდეგ, როცა მოვა მმართველობაში. ამასთან,ისე უნდა იყოს გაწერილი კანონმდებლობა, რომ ოლიგარქებმა ვერ მართონ ქვეყანა. უნდა არსებობდნენ გამჭვირვალე პოლიტიკური პარტიები, რომ საზოგადოებამ იცოდეს, საიდან აქვთ შემოსავალი და ა.შ. დეოლიგარქიზაციის მიმართულებით ბევრად წინაა უკრაინა და მოლდოვა, ამიტომ ძალიან არ უნდა ვბრაზდებოდეთ, რომ მათ მისცეს კანდიდატის სტატუსი და ჩვენ არა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.