ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინულ ძალებს სევეროდონეცკიდან გასვლა მოუწევთ.
„სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწევს სამხედროების გაყვანა [სევეროდონეცკიდან]. აზრი არ აქვს მრავალი თვის [საომარი მოქმედებების] შემდეგ განადგურებულ პოზიციებზე დარჩენას, რადგან გაუმაგრებელ ტერიტორიებზე დაღუპულთა რიცხვი შეიძლება ყოველდღიურად გაიზარდოს. იქ მყოფმა ჩვენმა დამცველებმა უკვე მიიღეს ბრძანება, გავიდნენ ახალ პოზიციებზე და საომარი მოქმედებები იქიდან აწარმოონ“, - აღნიშნა სერგეი გაიდაიმ.
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, სევეროდონეცკის ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია.