უკრაინაში რუსი ჯარისკაცის მიერ ქალის გაუპატიურების საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი იწყება

უკრაინაში რუსი ჯარისკაცის მიერ ქალის გაუპატიურების საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი იწყება

უკრაინაში რუსი ჯარისკაცის მიერ ქალის გაუპატიურების საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი იწყება. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

ბრალდებული, 32 წლის მიხაილ რომანოვი დაუსწრებლად გასამართლდება. მას ბრალად ედება 9 მარტს კიევის ოლქში მშვიდობიანი მოქალაქის მოკვლა, შემდეგ კი მისი 33 წლის ცოლის რამდენჯერმე გაუპატიურება.

რომანოვის გარდა ამავე საქმეში კიდევ ერთი რუსი ჯარისკაცი ფიგურირებს, თუმცა ის ამ დროისთვის იდენტიფიცირებული არაა.