ინგრედიენტები
1 ცალი ღვეზელის ცომი
140 გრამი თეთრი შოკოლადი
3 ს/კ რძე
140 გრამი დარბილებული კრემ–ყველი
1/2 ჭიქა შაქრის პუდრა
2/3 ჩ/კ ფორთოხლის გახეხილი კანი
1 ჭიქა ათქვეფილი ნაღები
3 ჭიქა ახალი ჟოლო
მომზადება
ღვეზელის ცომი შეგიძლიათ გაყინული იყიდოთ და წინასწარ გააცხელებულ ღუმელში 230 C-ზე გამოაცხოთ, ან შინ თავადაც მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ ჩვენი რეცეპტის დახმარებით.
მიკროტალღური ღუმელის თასში შოკოლადის ფილის 4 ცალი კუბიკი რძესთან ერთად დაუფარებლად გაადნეთ დაახლოებით 2 წუთით, ან ბოლომდე გადნობამდე. დროდადრო მოურიეთ. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.
პატარა თასში ელექტრო მიქერით დაბალ სიჩქარეზე კრემ–ყველი, შაქრის პუდრა და ფორთოხლის კანი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე თქვიფეთ. შეურიეთ თეთრი შოკოლადის ნაზავი. დაუმატეთ გათქვეფილი ნაღები.
მიღებული ნაზავი გამომცხვარი ღვეზელის ქერქის ძირში მოათავსეთ. ზემოდან მოალაგეთ ჟოლო.
დარჩენილი თეთრი შოკოლადი გაადნეთ და ღვეზელს მოასხით. შედგით მაცივარში დაახლოებით 2 საათით ან გამყარებამდე. გემრიელად მიირთვით.