Reuters: ბრიტანეთმა ეუთოს მორიგ სესიაზე მიმავალ რუსეთის დელეგაციას ვიზებზე უარი უთხრა

Reuters: ბრიტანეთმა ეუთოს მორიგ სესიაზე მიმავალ რუსეთის დელეგაციას ვიზებზე უარი უთხრა

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OSCE) რუსეთის დელეგაციის წევრებს, რომლებიც ორგანიზაციის მომდევნო სესიას უნდა დასწრებოდნენ, ბრიტანეთის ვიზებზე უარი ეთქვათ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დელეგაციის გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ჯაბაროვმა გაასაჯაროვა.

რუსული მედია ჯაბაროვის განცხადებასაც აქვეყნებს. „სამწუხაროდ, მივიღეთ უაღრესად აღმაშფოთებელი პასუხი, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა ვერ გასცემს ვიზებს რუსეთის დელეგაციაზე, რა მიზნითაც არ უნდა სტუმრობდეს ის ქვეყანას“, - თქვა ჯაბაროვმა.

ორგანიზაციის მომდევნო, 29-ე სესია 2-6 ივლისს, ბირმინგემში გაიმართება.