ბაიდენი: კიდევ ერთი პანდემია იქნება, მეტი ფული გვჭირდება და წინასწარ უნდა ვიფიქროთ ამაზე

ბაიდენი: კიდევ ერთი პანდემია იქნება, მეტი ფული გვჭირდება და წინასწარ უნდა ვიფიქროთ ამაზე

კიდევ ერთი პანდემია იქნება, მეტი ფული გვჭირდება და წინასწარ უნდა ვიფიქროთ ამაზე, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

21 ივნისს, აშშ-ში 6 თვიდან 5-წლამდე ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაიწყო.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე - კონგრესისგან მეტი ფულის მიღება გსურთ ვაქცინაციის კამპანიისა და შემოდგომაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების დასაფინანსებლად. ბავშვებისთვის ვაქცინების მარაგი როგორია? რამდენი ბავშვის ვაქცინაციას შეძლებთ, ვიდრე კონგრესისგან მეტი ფული დაგჭირდებათ? - ჯო ბაიდენმა უპასუხა:

მეტი ფული გვჭირდება. თუმცა, ჩვენ არ გვჭირდება მეტი ფული მხოლოდ ბავშვების ვაქცინაციისთვის. ჩვენ გვჭირდება მეტი ფული მეორე პანდემიის დასაგეგმად. კიდევ ერთი პანდემია იქნება. წინასწარ უნდა ვიფიქროთ ამაზე. ამიტომ გვჭირდება ფული.