საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა გლობალურ შიმშილთან თამაში უნდა შეწყვიტოს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა გლობალურ შიმშილთან თამაში უნდა შეწყვიტოს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კატრინ კოლონას თქმით, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის საზღვაო პორტების ბლოკირება, რადგან ამან შეიძლება მსოფლიოში შიმშილი გამოიწვიოს.

„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს გლობალურ შიმშილთან თამაში - უკრაინის პორტების ბლოკირება და უკრაინაში სასაწყობე ინფრასტრუქტურის განადგურება. არსებობს რისკი, რომ უკრაინული მარცვლეული ბლოკირების პირობებში დარჩეს; ეს საშიშია გლობალური სტაბილურობისთვის“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.