ისრაელის პრემიერმა ქვეყნის პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო

ისრაელის პრემიერმა ქვეყნის პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის პარლამენტი დაითხოვება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

აღსანიშნავია, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე პრემიერ-მინისრტრის პოსტს ალტერნატიული პრემიერ-მინისტრი და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, იაირ ლაპიდი დაიკავებს.

პარლამენტის დათხოვნის შესახებ ქნესეთში კენჭისყრა მომდევნო კვირაში გაიმართება.

ისრაელში ვადამდელი არჩევნები რიგით მეხუთე იქნება ბოლო სამ წელიწადში და ის სავარაუდოდ, ოქტომბერში ან ნოემბერში გაიმართება.