გერმანიის კანცლერის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთში „დემოკრატიის ნაპერწკლის“ გავრცელების ეშინია.
„აშკარაა, რომ მას [პუტინს] თავის ქვეყანაში დემოკრატიის ნაპერწკლის გავრცელდების ეშინია“, - ამბობს შოლცი.
მისი თქმით, პუტინი რუსეთსა და მის სამეზობლოში დემოკრატიების გაძლიერებას უნდა შეეგუოს.
„რუსეთის პრეზიდენტმა უნდა აღიაროს, რომ მის სამეზობლოში არსებობს კანონზე დაფუძნებული დემოკრატიების საზოგადოება, რომელიც სულ უფრო უახლოვდება ერთმანეთს“, - თქვა გერმანიის კანცლერმა.