ტყვეობაში მყოფი აზოვის პოლკის რამდენიმე მეთაური მოსკოვში, საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს

ტყვეობაში მყოფი აზოვის პოლკის რამდენიმე მეთაური მოსკოვში, საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს

ტყვეობაში მყოფი აზოვის პოლკის რამდენიმე მეთაური მოსკოვში, „ლეფორტოვოს“ საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სად იმყოფება პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო, ამ დრომდე უცნობია.

მარიუპოლის დამცველები „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე თითქმის 3 თვე იყვნენ გამაგრებულნი, რის შემდეგაც ისინი, პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით, ოკუპანტებს ჩაბარდნენ. ამჟამად რუსების ტყვეობაში 2500-მდე „აზოველი“ იმყოფება.