უკრაინელი ჯარისკაცების წარმოუდგენელი გამძლეობის მიუხედავად, უკრაინაში ომის დასრულება ჯერ კიდევ შორს არის, - აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი.
„მათ [რუსულ ძალებს] აქვთ უპირატესობა არტილერიასა და მძიმე ტექნიკაში. ჩვენს მეომრებს ეს არ აშინებს. ჩვენ ჩვენს პოზიციებს ვამაგრებთ. დროდადრო კონტრშეტევებს ვახორციელებთ, მაგრამ ომი ჯერ კიდევ გრძელდება და მისი დასრულებისგან შორს ვართ“, - განაცხადა დანილოვმა.
მან დასძინა, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება დაძაბული და რთულია.