ჟოზეფ ბორელის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინული პორტების ბლოკირება და ხორბლის ექსპორტისთვის ხელის შეშლა ომის დანაშაულია

ჟოზეფ ბორელის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინული პორტების ბლოკირება და ხორბლის ექსპორტისთვის ხელის შეშლა ომის დანაშაულია

რუსეთის მცდელობები, დაბლოკოს უკრაინა მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტში, ომის დანაშაულია, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ჟოზეფ ბორელმა.

„მოვუწოდებთ რუსეთს, მოხსნას უკრაინულ პორტებს ბლოკადა... წარმოუდგენელია, რომ მილიონობით ტონა ხორბალი ბლოკირებული რჩება უკრაინაში, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში ხალხი შიმშილობს. ეს არის ომის ნამდვილი დანაშაული, ამიტომ ვერ წარმომიდგენია, რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს“, - თქვა ბორელმა ლუქსემბურგში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბორელმა გამოთქვა რწმენა, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება. მისი განცხადებით, შიმშილის ომის იარაღად გამოყენება დაუშვებელია.