გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი არ გამორიცხავს, რომ მომავალში რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში შუამავლის როლს შეასრულებს, თუმცა ამჟამად ეს საკითხი არ განიხილება. ამის შესახებ მერკელმა RedaktionsNetzwerk Deutschland (RND)-თან ინტერვიუში განაცხადა.
მერკელის თქმით, პოლიტიკიდან წასვლამდე ის ცდილობდა, უკრაინული კრიზისი არ დაეშვა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია.
„ერთი მხრივ, პუტინი მზად აღარ იყო ნორმანდიულ ფორმატში სამიტებისთვის. მეორე მხრივ, მე ვერ მივაღწიე იმას, რომ შევქმენი დამატებითი სადისკუსიო ფორმატი რუსეთისა და ევროპისთვის, ნორმანდიული ფორმატის პარალელურად“, - განაცხადა მერკელმა.