პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერი მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს

პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერი მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს

პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე  მალგოჟეტა გოშევსკა კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს.

მალგოჟეტა გოშევსკამ აღნიშნა, რომ პოლონეთმა არაერთხელ განაცხადა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ მიღების თანხმობა და მზაობა.

„უარი მითხრეს სააკაშვილთან შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობა მომცა პრემიერმა ღარიბაშვილმა, პრემიერ მორავეცკის თანდასწრებით.  ევროპული დემოკრატიის პრინციპებში არ არის ის, რომ პატიმრობაში იყოს დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი. მგონი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა ევროპის ტერიტორიაზე, როდესაც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი იმყოფება პატიმრობაში.

თუ სახელმწიფო და ქვეყნის მართლმსაჯულება არ გამოხატავს პატივისცემას ქვეყნის პირველი პირის მიმართ, რა უნდა ქნას უბრალო ადამიანმა ქვეყანაში. არა მარტო სააკაშვილის მიმართ, ეს ნორმები ირღვევა, მომდევნო პრეზიდენტის მიმართაც, რომელსაც სრულიად საფუძველმოკლებული მიზეზების გამო ჩამოართვეს დაცვა და ჩამოართვეს ის შეღავათები, რომელიც კანონით ეკუთვნოდა. როგორ შეიძლება ეს აღიქმებოდეს ევროპაში, მით უმეტეს ისეთ სიტუაციაში, როცა პრაქტიკულად ქვეყნის მომავალზე დგას საკითხი.

ქართული საზოგადოება აბსოლუტური უმრავლესობით მხარს უჭერს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას და ინტეგრაციას. ოპოზიციური პარტიები მკაფიოდ გამოხატავენ მზაობას და მოწოდებას საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მიუხედავად ქვეყანაში არსებული დაძაბულობისა. გუშინ შევხვდი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და მათ კიდევ ერთხელ დამიდასტურეს თავიანთი მკაფიო პოზიცია“, - განაცხადა პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟეტა გოშევსკამ.

Aburjga Tasmanieli დიო რუსეთო ლამანშამდე ნაბიჯით იარ!
გზად გაიარე მორავია და პოლონეთი!
3 წლის უკან