სამართალდამცველებმა youtube-ზე ატვირთული ანტიქართული ვიდეორგოლების საქმის ფარგლებში ტელეკომპანია „პიკის“ ყოფილი ჟურნალისტი თემურ კიღურაძე დაკითხეს. ჟურნალისტი დაკითვის დეპალებზე არ საუბრობს. კიღურაძემ თალიბების სახელით გავრცელებულ ვიდეოში მის მიერ „პიკში“ მუშაობის დროს გადაღებული კადრები ამოიცნო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტო ვიდერგოლების საქმის გამოძიების დეტალებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებს და საქმის გამოძიებას უცხოელ პარტნიორებთან ერთად აწარმოებს. შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი იმედოვნებს, რომ თალიბების სახელით გავრცელებული კლიპის ინტერნეტში განმთავსებლის ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
„შს სამინისტო აქტიურად იძიებს ამ საქმეს და ჩვენი მიზანია დავადგინოთ, საიდან მოხდა ამ კლიპის ატვირთვა ინტერნეტში. არსებობს ამ ვიდეოს წარმომავლობის არაერთი ვერსია და გამოძიების დასრულებამდე ცალსახად არ შემიძლია იმის თქმა, იგი მართლა თალიბების მიერაა გავრცელებული თუ არა. ბევრი ურთიერთგამომრიცხავი გარემოება გამოიკევთა. გამოძიებაში აქტიურად გვეხმარებიან ჩვენი უცხოელი პარტნორები და იმედი მაქვს, რომ რამდენიმე დღეში გავარკვევთ, ეს კლიპი საიდან აიტვირთა ინტერნეტში,“ - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
გაზეთი „ვერსიის“ ცონით, თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეოს ავტორი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, უფრო კონკრეტულად კი, გიორგი არველაძის გუნდის წევრია. გაზეთის წყაროს ცნობით, ძალოვანებმა ჰამმად ძამან-ის ნამდვილი ვინაობა უკვე დაადგინეს და სკანდალური ვიდეოს გამავრცელებელს მალე დააკავენებ. წყაროს თქმით, ძალოვანებმა ჰამმად ძამან, როგორც მოწმე უკვე დაკითხეს და როგორც მას განუცხადებია, ვიდეოს გავრცელების იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა ტელევიზიით 26 მაისს, ავღანეთში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტის ამსახველი კადრები ნახა. ამავე ინფორმაციით, ჰამმად ძამან მზადაა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ვიდეოს დამზადებისა და სოციალურ ქსელში გავრცელების დეტალები გაასაჯაროოს.
მისი გუნდის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს თავად გიორგი არველაძე, რომლის მტკიცებით, ტყუილია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, აღნიშნულ ვიდეოებთან დაკავშირებით მისი გუნდის წევრებიდან რომელიმე მათგანი გამოძიებამ დაკითხა.
„როგორც ჩანს, ხელისუფლების დიდი პრობლემაა, რომ ამ ვიდეოების გავრცელების კვალი სწორედ მათკენ, ან იმ ადამიანებისკენ მიდის, რომელთა გამოააშკარავებაც ხელისუფლებას მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს და ახლა ცდილობენ, რომ თავიანთი დიდი ხნის აპრობირებული ტაქტიკა გამოიყენონ,“ - აცხადებს გიორგი არველაძე.
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ ჯიჰადის მუქარასთან დაკავშირებით ატვირთული ვიდეო შესაძლოა, კოკა ყანდიაშვილის მიერ იყოს გაკეთებული.
„საკმაოდ ლიმიტირებულია იმ ადამიანების რიცხვი, რომელიც ამას დაამზადებდა. აქედან იწყება ლოგიკური მსჯელობა, ვის სძულს ყველაზე მეტად პრეზიდენტი და მისი გუნდი, ეს უნდა მოვიკითხოთ „ქართული ოცნების“ რიგებში. უნდა მოვიკითხოთ, „ქართულ ოცნებაში“ ვინ არის ჩართული პიარტექნოლოგიებში, ჯერ შევარდნაძის და მერე ივანიშვილის კარზე, ეს საკმაოდ შეზღუდული წრეა და წამყვან როლს იქ კოკა ყანდიაშვილი ასრულებს“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
პრემიერის საზოგადოებასთან ინტეგრირებული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კოკა ყანდიაშვილი დავით დარჩიაშვილის განცხადებაზე კომენტარს არ აკეთებს. როგორც ყანდიაშვილი „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე წერს, ამ თემაზე პასუხი უხერხულია.
„სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, „მოდელირებული ქრონიკის“ ერთ-ერთი შემქმნელი, გიორგი არველაძის გუნდიდან (როგორც ინტერნეტ სააგენტოები და გაზეთი „ვერსია“იუწყება) - იკვეთება ამ „ვიდეო-საძაგლობის“ შემქმნელად და გამავრცელებლად. იმედია, გამოძიება, რომელსაც შსს აწარმოებს, დროულად დაადგენს როგორც შემსრულებლების ისე დამკვეთების ვინაობას.
P.S. დარჩიაშვილის და სხვა „ნაცაქტივისტების“ ბოდვაზე კი, - პასუხი უბრალოდ უხერხულია,“ - წერს კოკა ყანდიაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი კოკა ყანდიაშვილის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებას საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობას უწოდებს. როგორც ანდრო ბარნოვმა განაცხადა, „ყვითელ პრესაში“ გავრცელდა ვერსიები, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომელი, შესაძლოა, კავშირში იყოს მუქარის შემცველი ვიდეოკლიპების გავრცელებასთან, რაზე რეაგირებასაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ აპირებდა. მისი განმარტებით, ოფიციალური განცხადების გაკეთება მას შემდეგ გადაწყდა, რაც გავრცელებული ინფორმაციის „ტირაჟირება“ ოფიციალურმა პირებმა დაიწყეს.
აცხადებენ, რომ თალიბების გაღიზიანება იმ კადრება გამოიწვია, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ს ეთერში გავიდა, სადაც ავღანეთში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ჯარისკაცებს ეკიხებოდა, თუ ვინ რამდენი ტერორისიტი მოკლა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის პირველი პირი ჯარისკაცებს ასეთ კითხვას არ უნდა უსვამდეს და მითუმეტეს, ამგვარი საუბრების ტირაჟირება ტელევიზიების მიერ დაუშველეია.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების სეცვლის შემდეგ პრეზიდენტი საპარლემნეტო უმცირესობასთან ერთად ავღანეთში ორჯერ ჩავიდა, ისე, რომ აღნიშნული ვიზიტის შესახებ საქმის კურსში არ იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტო. სააკაშვილი და უმცირესობის წევრები, მათ შორის, დეპუტატი მარიამ საჯაია, თინათინ ბოკუჩავა და პრეზიდენტის პრეს-სამსახურის თანამშრომელი ალანა გაგლოევა ახალ წელს ავღანეთში შეხვდნენ. ავღანეთიდან პრეზიდენტი დუბაიში გაემგზავრა, რაც ბიუჯეტს 260 ათასი დოლარი დაუჯდა.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ვიზიტიდან ძალიან მალე თალიბები ქართულ ბაზას თავს დაესხნენ, რის შედეგად 3 ქართველი დაიღუპა. გარდა ამისა, პრეზიდენტი ავღანეთს 26 მაისს მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან ერთად სტუმრობდა, სადაც ის ქართველ სამხედროებს კამერის წინ ეკითხებოდა ვინ რამდენი ტერორისტი მოკლა. მისი ეს ვიზიტი იმით დასრულდა, რომ თალიბებმა ისევ იერიში მიიტანეს სამხედრო ბაზაზე 7 ქართველი მოკლეს.
ქართველი ექსპერტები სააკაშვილის ავღანეთში ვიზიტს, ინტერნეტში თალიბების სახელით გავრცელებულ ვიდეო მიმართვასა და ამ ტერაქტს შორის კავშირს ხედავენ.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის განცხადებასა და გავრცელებულ ვიდეოკლიპთან ირიბი კავშირი ნამდვილად არსებობსს. ხუხაშვილი ფიქრობს, რომ კლიპის ავტორს მსგავსი კლიპის შექმნის იდეა საქართველოს პრეზიდენტმა მიაწოდა.
„26 მაისს გაკეთებული განცხადება აშკარად პროვოკაცია იყო. არ ვიცი ეს რუსლი სპეცსამსახურები იყო, თუ რომელიმე სხვა ქვეყნის სპეცამსახურები, ვისაც პრეზიდენტმა შეუქმნა ლეგალური საფუძველი იმისა, რომ ასე განევითარებინა კულისური პოლიტიკა ამის შემდეგ. ამას პირდაპირი კავშირი აქვს თუ არა, ეს გამოძიების დასადგენია და იმედი მაქვს, რომ გამოძიება ამ კითვებზე გასცემს პასუხს,“ - აცხადებს ხუხაშვილი.
კითხვაზე, რა ინტერესი შეიძლება ჰქონოდა მიხეილ სააკაშვილს, ხუხაშვილი პასუხობს, რომ პრეზიდენტი თავისი ბუნებიდან გამომდინარე ძალიან მძიმე ვითარებაშია, ვინაიდან, ის არ ეშვება ავანტურისტული იდეების განხორციელებას.
„უნდა თავისი თავი სამყაროს ცენტრად წარმოადგინოს, რომ მის ირგვლივ ტრიალებს ქართული პოლიტიკა და ა.შ. შეიძლება მარტივი ბანალური მიზნები ჰქონდეს, შეიძლება ბევრად უფრო შორს მიმავალი. უშიშროების სხდომის მოწვევა ამ საკითხთან დაკავშირებით რა შუაშია, ეს გამოძიების თემაა.
ვფიქრობ, რომ უშიშროების საბჭომ უნდა იმსჯელოს იმ განცხადებაზე, რაც 26 მაისს გააკეთა პრეზიდენტმა და რითაც საფრთხე შეუქმნა კონკრეტულ ჯარისკაცბს. ეს ადამიანი უნდა გაჩერდეს ერთხელ და სამუდამოდ, სულ რისკის ზონაში არ უნდა ეჭიროს ქვეყანა. ეს არის პრობლემები და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თუ ეს უშიშროების საბჭო შედგა, მას აუცილებლად ეტყვიან ამ საკითხზე საყვედურს, რომ მან ასეთი კლიპის სცენარისტებს შეუქმნა ირიბი საფუძველი იმისათვის, რომ ეს კლიპი შეექმნათ“, - ამბობს ხუხაშვილი.
მისივე განცხადებით, სააკაშვილის ყველა ნაბიჯი გათვლილია პიარზე. ხუხაშვილი ამბობს, რომ დღეს სააკაშვილი ნებისმიერი ხერხით ცდილობს თავისი თავის კაპიტალიზაციას.
„მის ხელში ძალიან ბევრი სათამაშოა. ის თამაშობს და სამწუხაროდ, თამაშობს სხვისი ბედით. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი სათამაშოები აქვს და ეს სათამაშოები უნდა წავართვათ ხელიდან, თორემ კიდევ რამე უბედურება შეიძლება დაგვმართოს. რაც მან 26 მაისს გააკეთა, ეს იყო ხიფათი. მანამდეც არა ერთი ხიფათი გვინახავს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში თეონა აქუბარდია თვლის, რომ პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტი და მისი განცხადებების ტელევიზიით ტირაჟირება უნდა გახდეს უშიშროების საბჭოს განხილვის თემა.
„უახლოეს მომავალში უშიშროების საბჭოს სხდომაც იგეგმება და კარგი იქნება თუ იმსჯელებენ ასეთი თემების ეთერში გაშვება-არგაშვების საკითხზე. ფაქტი ფაქტად რჩება, პრეზიდენტის ყველა ვიზიტის შემდეგ ხდება თავდასხმა ჩვენს კონტიგენტზე. ის რაც „რუსთავი 2“-ს ეთერში გავიდა, მიზანშეუწონელი იყო მისი ეთერში გაშვება,“ - ამბობს თეონა აქუბარდია.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ „რუსთავი 2“- ს საინფორმაციო სამსახურის პროდუსერებმა 26 მაისს პრეზიდენტის ავღანეთში ჩასვლისა და სამხედრობთან დიალოგის კადრების გაშვებაზე უარი განახცხადეს, თუმცა სიუჟეტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნით ეთერში მაინც მოხვდა.
მედია ექსპერტი ლელა კურდღელაშვილი თვლის, რომ უნდა არსებობდეს სპეციალური დოკუმეტი, რომელიც უსაფრხოებიდან გამოდინარე დაარეგულირებდა რისი ჩვენება შეიძლება კარდში და რისი არა.
„მახსოვს, ჟურნალისტიკას, არ გადაგვაღებინეს ზევითა ხედიდან კადრი. იმიტომ, რომ ეს არ შეიძლებოდა. არ ვიცი დღეს რამდენად არსებობს ასეთი დოკუმენტი. კარგი იქნებოდა ასეთი დოკიმენტის არსებობა, სადაც მკაფიოდ იქნებოდა დაწერილი რისი ჩვენება შეიძლება ეთერით და რისი არა. გულუბრყვილო ნუ ვიქნებით, ეს აუციელებლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ ვერ აუკრძალავ ვერცერთ მედია საშუალებას, რომ არ აჩვენოს. ის აჩვენებს თუ არა, ეს უკვე მიზანშეწონილობის და ეთიკის თემაა. ეთიკა კიდევ საბაზრო ეკონმომიკის პირობებში ყველას თავისებური აქვს.
ზოგს ფული აინტერესებს და ვერაფერს ვერ ეტყვი რატომ არ გააკეთეო და ზოგს კიდევ სხვა რამ აინტერსებს და შეიძლება ეს სავაჭროდ გამოიყენოს. სახელმწიფოს კონკრეტული კრიტერიუმი უნდა ჰქონდეს და ეს არანაირად არ იქნება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. ეს არის უსაფრთოება და სპეციალურად უნდა იყოს გაწერილი. მიმაჩნია, რომ აქ სახელმწიფომ თავისი სიტყვა უნდა თქვას,“ - აცხადებს ლელა კურდღელაშვილი.