აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაზე რუსეთის კონტროლი გარდაუვალი არ არის.
„ომში გარდაუვალობა არ არსებობს. ომში ბევრი შემობრუნებაა. ასე რომ, მე არ ვიტყოდი, რომ ეს გარდაუვალია“, - აღნიშნა აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა.
მან ასევე დაახასიათა ომის ამჟამინდელი ფაზა, როგორც „ძალიან მძიმე ბრძოლა, თითქმის პირველი მსოფლიო ომის მსგავსი“, და აღნიშნა, რომ რუსეთის პროგრესი რეგიონში „ძალიან ნელია“.