კარტოფილის ღვეზელი

კარტოფილის ღვეზელი

ინგრედიენტები

500   გრამი ფქვილი

1 1/2  ს/კ საფუარი

ზეთი შესაწვავად

500   გრამი კარტოფილი

1   თავი საშუალო ხახვი

მარილი და პილპილი გემოვნებით

1   კბილი დაკეპილი ნიორი

წყალი

მომზადებ

კარტოფილი გათალეთ, დაჭერით და მოხარშეთ.

წვრილად დაჭერით ხახვი და თუშეთ ზეთში ტაფაზე, მსუბუქად გადაბრაწვამდე.

ჩასრისეთ კარტოფილი. დაუმატეთ მოთუშული ხახვი, ნიორი, მარილი და პილპილი.

მოზილეთ ჩვეულებრივი ცომი – ფქვილით, წყლით, მარილით და საფუარით. ასაფუებლად დადგით თბილ ადგილას 1–2 საათით. შემდეგ 1 სმ სისქეზე გააბრტყელეთ. გამოჭერით თანაბარი ზომის წრეები.

გააბრტყელეთ თითოეული წრე და შუაგულში 2 ჩ/კ კარტოფილის პიურე მოათავსეთ. შეუკარით თავი, მსუბუქად გააბრტყელეთ. გააცხელეთ ზეთი ტაფაზე საშუალო ტემპერატურაზე. წვით ღვეზელები ორივე მხარეს.