„მშვიდობა უკრაინაში შესაძლებელია, მაგრამ საკითხავია, რა ტერიტორიების დათმობად დაუჯდება ეს კიევს“, - ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ყველაფერს აკეთებს, რათა ეს საფასური მაქსიმალურად მცირე იყოს.
„ნატო მზადაა დაეხმაროს უკრაინას, რაც შეიძლება, მყარი პოზიცია ჰქონდეს რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან, რომლითაც საბრძოლო მოქმედებები უნდა დასრულდეს“, - აცხადებს სტოლტებერგი და იქვე დასძენს, რომ ნატო არ მონაწილეობს ამ საბრძოლო მოქმედებებში, რადგანაც არ სურს, ვითარების ესკალაცია ქვეყნის ფარგლებს გასცდეს.
ალიანსის გენერალური მდივნის ამ განცხადებას ოფიციალური კიევის რეაქცია ჯერ არ მოჰყოლია.