ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა სინგაპურში თავის ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ჩინეთი არ დააყოვნებს ომს, თუ ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს.
„თუ ვინმე ტაივანის ჩინეთისგან გამოყოფას გაბედავს, ჩინელი სამხედროები ერთი წუთითაც არ დააყოვნებენ ომის დაწყებას, რა ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს“, - განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.
ჩინეთმა, რომელიც ტაივანს საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ტაივანის მიმართულებით სამხედრო აქტივობა გააძლიერა. ოფიციალური პეკინი დიდი ხანია ცდილობს ტაივანი „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ნაწილად აქციოს, ხოლო ტაივანი აცხადებს, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
გასული წლის 16 ნოემბერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა, სი ძინპინმა განაცხადა, რომ „მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია, ტაივანი ჩინეთის ნაწილია, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთი კანონიერი მთავრობაა, რომელიც ჩინეთს წარმოადგენს“.