ინგრედიენტები
900 გრამი კიბორჩხალის ფეხები
2 ცალი ლიმონი
ცოტაოდენი ცხელი წყალი
ლიმონის ნაჭრები მირთმევისას
გამდნარი კარაქი მირთმევისას
მომზადება
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 175 C-ზე. კიბორჩხალის ფეხები საცხობ ლანგარზე მოათავსეთ.
მოასხურეთ 1–2 ცალი ლიმონის წვენი.
დაასხით იმდენი ცხელი წყალი, რომ ლანგრის ძირს ფარავდეს.
ლანგარს ფოლგა მთლიანად შემოახვიეთ (ფოლგა მჭიდროდ უნდა იყოს შემოხვეული, რადგან ორთქლის ნაკადი მთლიანად შიგნითვე დარჩეს).
ლანგარი წინასწარ გაცხელებულ ღუმელში მოათავსეთ.
აცხვეთ 10–15 წუთით. შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან.
გადაიტანეთ თეფშებზე. მიირთვით გამდნარ კარაქთან ერთად.