ბერძნული მაკ-ყველი

ბერძნული მაკ-ყველი

ინგრედიენტები

3   ნაჭერი თეთრი პური

9   ს/კ უმარილო, გამდნარი კარაქი

მარილი გემოვნებით

250   გრამი მაკარონი

1/4  ჩ/ჭ ფქვილი

3   ჩ/ჭ რძე

4   ჭიქა გახეხილი ყველი

3/4  ჩ/კ დაფქული დარიჩინი

1/8  ჩ/კ ახალ გახეხილი მუსკატის კაკალი

ახალ დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

2   ს/კ ზეითუნის ზეთი

8   თავი წვრილად დაჭრილი ხახვი

450   გრამი მსხვილად დაჭრილი ისპანახი

8   ცალი მწვანე ხახვი

1   კონა მსხვილად დაჭრილი კამა

200   გრამი კუბიკებად დაჭრილი ყველი ფეტა

მომზადებ

მოათავსეთ კანგაცლილი და დაქუცმაცებული პური ბლენდერში, დააქუცმაცეთ წმინდად, გადაიტანეთ პატარა ჯამში და აურიეთ 3 ს/კ კარაქთან ერთად.

საშუალო ზომის ქვაბში მარილიანი წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე, ჩაყარეთ მაკარონი და გადმოდგით საბოლოო მოხარშვამდე 3 წუთით ადრე, გადაავლეთ ცივი წყალი და გადაწურეთ.

საშუალო ცეცხლზე, პატარა ზომის ქვაბში გაათბეთ დარჩენილი კარაქი, დაამატეთ ფქვილი და 1 წუთის განმავლობაში ურიეთ განუწყვეტლივ, თანდათანობით დაამატეთ რძე და ურიეთ 10-15 წუთი, მანამ, სანამ მიღებული მასა არ გასქელდება და მიეკვრება კოვზის უკანა მხარეს. გადმოდგით ქვაბი ქურიდან, დაამატეთ გახეხილი ყველი(სასურველია გრავიერა ან კეფალოტირი), დარიჩინი, მუსკატის კაკალი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. მიღებული მასა ცნობილია, როგორც „ბეშამელის“ სოუსი.

გააცხელეთ ღუმელი 350°-ზე. საშუალო ცეცხლზე დაადგით ტაფა, გააცხელეთ ზეთი, დაამატეთ ხახვი და ურიეთ ხშირად, 3-4 წუთის განმავლობაში, სანამ არ დარბილდება. დაამატეთ ისპანახი, თითის სიგრძებად დაჭრილი მწვანე ხახვი, დაახურეთ თავსახური, დრო და დრო ამოურიეთ და გააჩერეთ დაახლოებით 3 წუთი, სანამ არ დარბილდება. დაამატეთ ბეშამელის სოუსი, კამა, წინასწარ მომზადებული მაკარონი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და გამოსაცხობად გადაიტანეთ ლანგარზე, მოაყარეთ დაქუცმაცებული პური და ყველი ფეტა.

აცხვეთ 30 წუთის განმავლობაში, სანამ კერძის ზედაპირი ოქროსფრად არ დაიბრაწება. სუფრასთან მიტანამდე გააგრილეთ 10 წუთით.