ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა არ არის მზად, განიხილოს ბელორუსის გავლით მარცვლეულის ექსპორტის ვარიანტი.
„რაც შეეხება ბელორუსებს, ეს ღია ინფორმაციაა - შემოგვთავაზეს ბელორუსის რკინიგზით გავლით ექსპორტი. დიახ, ჩვენ გვესმის, რა მოცულობაზეცაა საუბარი და ისიც გვესმის, რატომაც შემოგვთავაზეს ეს. არ ვართ მზად ამ ფორმატში ვიმუშაოთ და დავეხმაროთ ჩვენს „მეგობრულ“ მეზობლებს“, - განუცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს.