ინგრედიენტები
8 კბილი დაკეპილი ნიორი
1 ს/კ ზეითუნის ზეთი
მწიკვი მარილი
დაფქული შავი პილპილი
2 ცალი (350 გრ) სტეიკი
12 კბილი გარჩეული ნიორი
1 ჭიქა ზეითუნის ზეთი, შესაწვავად
1 1/2 ს/კ ძმარი ბალზამიკო
მომზადება
თასში დაკეპილი ნიორი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი აურიეთ. ჩაასხით ცელოფნის დასალუქ პარკში. დაუმატეთ სტეიკი და კარგად ამოავლეთ. პარკი ისე შეკარით, რომ შიგნით ჰაერი არ დარჩეს. შედგით მაცივარში 8 საათით, ან მთელი ღამით.
პატარა ტაფაზე 1 ჭიქა ზეითუნის ზეთში მოალაგეთ 12 კბილი ნიორი და თუშეთ საშუალო ტემპერატურაზე. დროდადრო ურიეთ, სამამ ნივრები არ დარბილდება და არ დაიბრაწება, დაახლოებით 30 წუთით. გადადგით.
გრილი მაღალ ტემპერატურაზე გააცხელეთ და ცხაურს მსუბუქად წაუსვით ზეთი. სტეიკი პარკიდან ამოიღეთ და ქაღალდის ზესახოცზე დააწდეთ. შეაზავეთ მარილითა და პილპილით.
სტეიკები წინასწარ მომზადებულ გრილზე წვით, სანამ გამყარდება, მოწითალო–ვარდისფერი არ გახდება და შუაგულში წვნიანი არ იქნება, თითოეულ მხარეს დაახლოებით 5 წუთით. შემდეგ თეფშზე გადმოიღეთ და 5 წუთით დატოვეთ.
მოასხურეთ ბალზამიკო და ზემოდან ზეითუნის ზეთში შემწვარი ნიორი მოალაგე.