ნედ პრაისი: ამერიკამ მიიღო გარანტიები, რომ უკრაინა ჩვენ მიერ გადაცემულ შეიარაღებას რუსეთის შიგნით მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ არ გამოიყენებს

ნედ პრაისი: ამერიკამ მიიღო გარანტიები, რომ უკრაინა ჩვენ მიერ გადაცემულ შეიარაღებას რუსეთის შიგნით მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ არ გამოიყენებს

უკრაინას აქვს სრული უფლება, უპასუხოს რუსეთის აგრესიას. ფაქტი ისაა, რომ რუსეთის სამხედროები ახლა იმყოფებიან უკრაინის შიგნით, მათ სუვერენულ ტერიტორიაზე და ისინი იქ არიან სხვადასხვა ფორმით 2014 წლიდან, თუმცა ცხადია, უფრო ფართოდ 24 თებერვლიდან.

ამიტომ, უკრაინას აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, როგორც ეს ყველა ქვეყანას აქვს. მართალია ისიც, რომ მივიღეთ გარანტიები, რომ გუშინ გადაცემულ სისტემებს არ გამოიყენებენ რუსეთის შიგნით მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ყოველდღიური ბრიფინგის დროს განაცხადა. მისი თქმით, საბოლოო მიზანი ომის დასრულებაა.

„ჩვენი საბოლოო მიზანი არის ომის დასრულება. რომ ძალადობა შეწყდეს და დასრულდეს კონფლიქტი, რომლის წამოწყების საჭიროება არ არსებობდა. ჩვენ გვინდა, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა გავაძლიეროთ უკრაინელების პოზიციები, როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან. სწორედ ამიტომ ვაწვდით მათ სამხედრო დახმარებას და ვაწესებთ ახალ სანქციების, რომ რუსეთმა პასუხი აგოს. მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენ ფრთხილად ვიქცევით, რათ უზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა ან საერთაშორისო საზოგადოების ქმედებებმა არ გაახანგრძლივოს ეს ომი. დღეს არსებობს ერთი ქვეყანა, რომელსაც ომის გაჭიანურება სურს და ეს რუსეთია“, - განაცხადა ნედ პრაისმა.