ჟელეს კაცუნები

ჟელეს კაცუნები

ინგრედიენტები

450   გრამი სიმინდის ფქვილი

15   გრამი ჟელატინის ფხვნილი

35   მლ/ლ წყალი

30   გრამი სასურველი ხილის სიროფი

20   გრამი შაქარი

10   გრამი თაფლი

3   გრამი ლიმონმჟავა

მომზადებ

სინზე მოაფრქვიეთ ფქვილი. ჟელატინი გახსენით 25 მილილიტრ წყალში და დაელოდეთ მის შესქელებას დაახლოებით 15 წუთით. შემდეგ წყლის აბაზანის საშუალებით გააცხელეთ მაქსიმუმ 75 გრადუსამდე.

ლიმონმჟავა და შაქარი დარჩენილ 10 მილილიტრ წყალში გახსენით. ჟელატინს დაუმატეთ ჯერ თაფლი და შემდეგ წყალში გახსნილი შაქარი და ლიმონმჟავა. მოურიეთ კარგად. მიღებულ ნარევს შეურიეთ ხილის სიროფი და გააჩერეთ მანამ, სანამ ის წმინდა არ გახდება.

ფქვილში გააკეთეთ ჩაღრმავებები და ძაბრის გამოყენებით ფრთხილად ამოავსეთ ისინი მიღებული მასით. დაელოდეთ მინიმუმ 3 საათით და მიირთვით გემრიელად.